მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Pirelli-ს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ
Pirelli-ს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ

Pirelli-ს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ

BM.GE9 ივნისი, 2026, 04:12|bm.ge

მილანის საფონდო ბირჟაზე იტალიური საბურავების მწარმოებელი კომპანიის, Pirelli-ს აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, რაც კვლევითი ფირმის, Grizzly Research-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება.

Grizzly Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის არმია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იტალიური კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ფირმის განცხადებით, Pirelli-მ რეგიონში არსებული აქტივები უნდა გაყიდოს და შესაბამისი ფინანსური ზარალი საკუთარ თავზე აიღოს, რადგან ის ევროკავშირის სანქციებს არღვევს.

Pirelli-ს ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის არმიისთვის საბურავების მიყიდვის ფაქტს. კომპანიამ გავრცელებულ განცხადებაში Grizzly Research-ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს მცდარი და არაკორექტული უწოდა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ Pirelli-ს აქციების ფასი 13%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ვარდნაა. მოგვიანებით, პოზიციების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად, ვითარება გამოსწორდა.

ცნობისთვის, Grizzly Research-ი ფინანსურ მოგებას იმ კომპანიების აქციების ვარდნიდან იღებს, რომელთა საქმიანობაშიც გარკვეულ პრობლემებს აღმოაჩენს და მათ წინააღმდეგ საპირისპირო ფსონებს დებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინესიმედი
კავშირი →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE