მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორი 65%-ით გაიზარდა, შემოსავალმა $441 მილიონი შეადგინა
პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორი 65%-ით გაიზარდა, შემოსავალმა $441 მილიონი შეადგინა

პირველ კვარტალში საქართველოს IT სექტორი 65%-ით გაიზარდა, შემოსავალმა $441 მილიონი შეადგინა

BM.GE2 ივლისი, 2026, 21:59|bm.ge

2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტია. ამასთან, რეკორდული იყო ამ სექტორისთვის 2025 წელიც, როდესაც მთლიანმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს მიაღწია (ზრდა 67%).

IT სექტორის საგარეო შემოსავლის 65%-იანი მატება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც IT სექტორსაც მოიცავს 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი - 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სექტორის ზომამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, რომლებმაც დაარეგისტრირეს როგორც კომპანიები, ასევე მიიღეს ინდივიდუალური მეწარმეების სტატუსი შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა. თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (რომელიც IT სფეროსაც აერთიანებს) 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2025 წელს კი 54.5 ათასს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

ატმის იმპორტი გასამმაგდა, ექსპორტი კი 4-ჯერ შემცირდა

BM.GE

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

BM.GE

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE