მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველ კვარტალში შტატგარეშე დასაქმებულებზე მთავრობამ რეკორდული ₾154 მილიონი დახარჯა
პირველ კვარტალში შტატგარეშე დასაქმებულებზე მთავრობამ რეკორდული ₾154 მილიონი დახარჯა

პირველ კვარტალში შტატგარეშე დასაქმებულებზე მთავრობამ რეკორდული ₾154 მილიონი დახარჯა

BM.GE5 მაისი, 2026, 18:09|bm.ge

ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2026 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში, რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში საჯარო სექტორში შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულმა პირებმა 154.4 მილიონი ლარის ანაზღაურება აიღეს.

ეს 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით შტატგარეშე მოხელეებზე გაწეული ხარჯების 1%-ით, ანუ 1.5 მილიონი ლარით ზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც შტატით არიან დასაქმებული, 2026 წლის პირველ კვარტალში მათი სახელფასო ფონდი 13%-ით, 775 მილიონ ლარამდე გაიზარდა (მატება +89.5 მლნ ლარი).

ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ინფორმაციას თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე არის სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული, შესაბამისად უცნობია თუ რამდენმა ადამიანმა აიღო პირველ კვარტალში ჯამურად 154.4 მილიონი ლარი.

რაც შეეხება შტატით დასაქმებულ პირებს, მათი რაოდენობა 117,000-ს შეადგენს, შესაბამისად, ერთი დასაქმებულის მიერ მიღებული ანაზღაურება 2026 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 6625 ლარს შეადგენდა, რაც თვეში 2208 ლარს უდრის, რაც 20%-ის საშემოსავლო გადასახადის გარეშე 1,766 ლარს უდრის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →მილიონი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE