მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია
"პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია

"პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია

BM.GE14 მაისი, 2026, 18:12|bm.ge

„პირველადი მონაცემებით წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამებზე“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 11 მაისს დასრულდა. ჯერჯერობით დარეგისტრირებული აბიტურიენტების სტატისტიკა ცნობილი არ არის.

"რეგისტრაციების ნაწილზე თქვენ უახლოეს პერიოდში ნახავთ, რომ ჩვენი რეფორმის მთავარი კომპონენტი იქნება ძალიან წარმატებული. პირველადი მონაცემებით წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე, თუმცა გარკვეული ტიპის კვოტები რჩება კერძო უნივერსიტეტებსაც, რაც ასევე ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, რომ თანაბრად მოხდეს გადანაწილება.

მთავარი საკითხი, რაც გვაქვს და რასაც პერიოდი სჭირდება, არის ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის დეკონცენტრაციის ნაწილი, როცა თანდათან ქუთაისის მიმართულებით გვინდა პროგრამების რაოდენობა გავზარდოთ. მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვმუშაობთ ახალი პროგრამების დამატებაზე. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ძალიან კარგი პირველადი რეგისტრაციები მიმდინარეობს ამ ნაწილში. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ იმას, რომ პირველივე წელს გვექნება ძალიან წარმატებული შედეგები იმ გათვლებით, რაც მთავრობამ დაგეგმა", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, წელს, განათლების რეფორმის ფარგლებში, სწავლა უფასო იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის. კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო საგრანტო პროგრამა აღარ იმოქმედებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE