მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველი დასაკეცი iPhone-ი, ახალ საათი, ყურსასმენები | რას უნდა ელოდოთ დღეს Apple-ის ღონისძიებაზე?
პირველი დასაკეცი iPhone-ი, ახალ საათი, ყურსასმენები | რას უნდა ელოდოთ დღეს Apple-ის ღონისძიებაზე?

პირველი დასაკეცი iPhone-ი, ახალ საათი, ყურსასმენები | რას უნდა ელოდოთ დღეს Apple-ის ღონისძიებაზე?

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 17:22|bm.ge

Apple-ი შემოდგომის ყოველწლიური ტექნოლოგიური პრეზენტაციისთვის ემზადება. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს დროით საღამოს 21:00-ზე დაიწყება, კომპანია პირველ დასაკეც სმარტფონს, სახელწოდებით iPhone Ultra-ს და ასევე Pro სერიის ახალი თაობის iPhone-ებს წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, პასპორტის ზომის მქონე ახალი მოწყობილობა 5.5-დუიმიანი გარე და 7.8-დუიმიანი შიდა OLED ეკრანით იქნება აღჭურვილი. გაშლილ მდგომარეობაში კორპუსის სისქე 4.5 მილიმეტრს შეადგენს, დაკეცილ ფორმაში კი ეს მაჩვენებელი 9 მილიმეტრამდე გაიზრდება.

ეკრანის ნაკეცის კვალის მინიმუმამდე შესამცირებლად ინჟინრებმა თხევადი ლითონისგან დამზადებული მექანიზმი და სპეციალური ოპტიკური წებო გამოიყენეს. ულტრათხელი დიზაინის გამო კორპუსში Face ID სისტემა ვეღარ ჩაეტია. სანაცვლოდ, ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის დეველოპერებმა გვერდით ღილაკში Touch ID სენსორი ჩააშენეს.

აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი 2-ნანომეტრიანი A20 Pro პროცესორითა და 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით იქნება აღჭურვილი. სივრცის სიმცირის გამო ტელეფონს ტელეფოტო ლინზა არ ექნება, თუმცა კომპანია მოწყობილობის უკანა მხარეს ორ მძლავრ 48-მეგაპიქსელიან კამერას განათავსებს. მოწყობილობის ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს ორნაწილიანი ბატარეა, რომლის საერთო ტევადობაც 5,400-დან 5,800 მილიამპერ-საათამდე დიაპაზონში იქნება.

ამას გარდა, პლანშეტის მსგავსი ეკრანის ეფექტური გამოყენებისთვის ოპერაციული სისტემა რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად მართვის უნარით იქნება აღჭურვილი. გაყიდვების დაწყებისას iPhone Ultra-ს საწყისი ფასი $2,000 იქნება, ხოლო გაზრდილი მეხსიერების მქონე მოდიფიკაციების ღირებულებამ შესაძლოა $2,500-ს გადააჭარბოს.

რაც შეეხება ტრადიციული კორპუსის მქონე სმარტფონებს, Apple-ი მომხმარებლებს iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max წარუდგენს. ამ მოდელების მთავარ ტექნოლოგიურ სიახლედ იქცევა ცვლადი დიაფრაგმის მქონე კამერა, რომელსაც პროფესიონალური ფოტოაპარატების მსგავსად განათების ნაკადის დარეგულირება შეეძლება. Samsung-ის სამშრიანი სენსორი ღამის გადაღების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს. ეკრანის განახლებული LTPO+ ტექნოლოგია და A20 Pro ჩიპი მოწყობილობების ენერგოეფექტურობას გაზრდის. ახალ iPhone-ს 5,567 მილიამპერ-საათიანი ბატარეაც ექნება.

ჯერჯერობით მისი ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა გაზრდილი თვითღირებულების გათვალისწინებით, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ფლაგმანური მოდელების ფასი $100-დან $300-მდე მოიმატებს.

Apple-ი დღეს ჭკვიანი საათებისა და აუდიომოწყობილობების ხაზსაც განაახლებს. Apple Watch Series 12-ის შემთხვევაში პრემიუმ ხარისხის კერამიკული კორპუსი დაბრუნდება. ამასთან, მოწყობილობას გულისცემის უწყვეტი მონიტორინგის ფუნქციაც დაემატება. ეს ტექნოლოგია მომხმარებლის ჯანმრთელობის მაჩვენებლებს მთელი დღის განმავლობაში გააკონტროლებს და მონაცემებს Oura-ს ბეჭდის მსგავს ფორმატში შეაჯამებს.

ექსტრემალური დატვირთვისთვის განკუთვნილი Apple Watch Ultra 4-ი გაუმჯობესებული პროცესორით იქნება აღჭურვილი, ხოლო ახალი თაობის ყურსასმენები AirPods 5 ბაზარზე H3 ჩიპით გამოვა.

ეს აუდიომოწყობილობა ბგერის მაღალ ხარისხით იქნება გამორჩეული და დაყოვნების დროსაც შეამცირებს. მყიდველებს არჩევანის გაკეთება შეეძლებათ ხმაურის აქტიურად ჩახშობ მოდელსა და სტანდარტულ ვერსიას შორის.

დღევანდელ ღონისძიებაზე ტექნოლოგიური გიგანტი ჭკვიანი სახლის მართვის ახალ ეკოსისტემასაც წარადგენს. ახალი მოწყობილობა 7-დუიმიანი კვადრატული ეკრანით, ჩაშენებული კამერითა და ადამიანის ამოცნობის სპეციალური სენსორებით იქნება აღჭურვილი. აპარატი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვასთან ერთად ვიდეოზარების განხორციელებასაც გახდის შესაძლებელს, მის მთავარ ბირთვად კი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ხმოვანი ასისტენტი Siri იქცევა.

უფრო მძლავრ პროცესორს მიიღებს სტრიმინგის მოწყობილობა Apple TV 4K, რომელიც თამაშების ჩართვის შესაძლებლობას გააჩენს. საკუთარი მოწყობილობისთვის კომპანია მართვის განახლებულ პულტსაც გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისწრაფის ჩიპითა და ახალი ფერებით განახლდა კომპაქტური დინამიკი HomePod mini, რომლის მეშვეობითაც კომპანიამ აუდიოსისტემების სეგმენტს გააძლიერებს.

ცნობისთვის, ეს ღონისძიება სადებიუტო პრეზენტაცია იქნება Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტერნუსისთვის, რომელმაც ამ პოსტზე 15-წლიანი მმართველობის შემდეგ ტიმ კუკი შეცვალა. რაც შეეხება სტანდარტულ iPhone 18-სა და M6 ჩიპზე მომუშავე კომპიუტერებს, მათი გამოშვება 2027 წლის გაზაფხულამდე გადაიდება, ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთების მიღება კი 12 სექტემბერს დაიწყება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა

ირანმა სახელმწიფო უწყებებს უცხოური სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა მოუხსნა

BM.GE

ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციას ენერგორესურსების ფასების მატებას უკავშირებს

ეროვნული ბანკი გაზრდილ ინფლაციას ენერგორესურსების ფასების მატებას უკავშირებს

BM.GE

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE