
Playmakers-ის "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ქართულმა კრეატიულმა სააგენტო Playmakers-მა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე - KIAF - გრან-პრი, 3 Best of Contest, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა PSP-სთვის შექმნილი კამპანიით "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ".
Kyiv International Advertising Festival, რომელიც წელს 27-ედ ჩატარდა, რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად ითვლება. წელს ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სააგენტოების ასობით ნამუშევარი იყო წარდგენილი.
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" Playmakers-ისა და PSP-ს თანამშრომლობის ფარგლებში, დამოუკიდებლობის დღისთვის შეიქმნა.
"გრან-პრის და კიდევ მრავალი მაღალი სინჯის ჯილდოს მიღება ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და დასტური იმისა, რომ კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ არ არის მხოლოდ ლოკალური მოვლენა, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში და კონტინენტზე არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა, ვიდრე ბრძოლა თავისუფლებისთვის – ბრძოლა, რომელშიც ყოველთვის თავისუფლება იმარჯვებს, რადგან რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ", - ამბობს Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, კოკა ქამუშაძე bm.ge-სთან.
წარმოგიდგენთ იმ ჯილდოებისა და კატეგორიების დეტალურ ჩამონათვალს, სადაც სააგენტომ გამარჯვება მოიპოვა:
კამპანია: „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ (კლიენტი: PSP)
• გრანპრი (Grand Prix): კატეგორია: Film Craft / Direction (რეჟისურა) • კატეგორია: Film Craft / Direction (რეჟისურა) • 3 Best of Contest (კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი): კატეგორია: Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა) კატეგორია: Film Craft / Direction (რეჟისურა) კატეგორია: Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები) • კატეგორია: Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა) • კატეგორია: Film Craft / Direction (რეჟისურა) • კატეგორია: Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები) • 3 ოქრო (Gold): კატეგორია: Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა) კატეგორია: Film Craft / Script (სცენარი) კატეგორია: Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება) • კატეგორია: Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა) • კატეგორია: Film Craft / Script (სცენარი) • კატეგორია: Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება) • 2 ვერცხლი (Silver): კატეგორია: Creative Communications / Film / Viral Film (ვირუსული ვიდეო) კატეგორია: Creative Communications / Film / Tactical/Real-time Response (ტაქტიკური რეაგირება) • კატეგორია: Creative Communications / Film / Viral Film (ვირუსული ვიდეო) • კატეგორია: Creative Communications / Film / Tactical/Real-time Response (ტაქტიკური რეაგირება) • 1 ბრინჯაო (Bronze): კატეგორია: Film Craft / Cinematography (ოპერატორის ნამუშევარი) • კატეგორია: Film Craft / Cinematography (ოპერატორის ნამუშევარი)
სააგენტო Playmakers-ის სხვა გამარჯვებული პროექტები ფესტივალზე:
• კამპანია „Who is Santa?“ (კლიენტი: TBC Bank) ვერცხლი (Silver) — კატეგორიაში: Media / Use of print and out of home • ვერცხლი (Silver) — კატეგორიაში: Media / Use of print and out of home • კამპანია „Meshezlonge Knows Best“ (კლიენტი: PSP) ბრინჯაო (Bronze) — კატეგორიაში: Client's View / Healthcare (ჯანდაცვა) • ბრინჯაო (Bronze) — კატეგორიაში: Client's View / Healthcare (ჯანდაცვა)
BM.GE
წყარო: bm.ge