მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Porsche შვილობილ კომპანიებს ხურავს და 500 თანამშრომელს ათავისუფლებს
Porsche შვილობილ კომპანიებს ხურავს და 500 თანამშრომელს ათავისუფლებს

Porsche შვილობილ კომპანიებს ხურავს და 500 თანამშრომელს ათავისუფლებს

BM.GE11 მაისი, 2026, 21:44|bm.ge

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომწარმოებელი Porsche, ბიზნესის ოპტიმიზაციისა და მოგების ზრდის მიზნით, არაპროფილური აქტივების შემცირების სტრატეგიას აგრძელებს. როგორც ირკვევა, კომპანია სამ შვილობილ საწარმოს ხურავს, რაც დაახლოებით 500 თანამშრომლის დათხოვნას გამოიწვევს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ელემენტების ტექნოლოგიების დეველოპერს, Cellforce Group-ს, ელექტროველოსიპედების ამძრავი სისტემების მწარმოებელ Porsche eBike Performance-სა და მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე კომპანია Cetitec-ს ეხება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში Porsche თავის ძირითად ბიზნესზე ფოკუსირებას გეგმავს, რაც მაღალი კლასის, სპორტული ავტომობილების წარმოებას გულისხმობს.კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ლეიტერსის განმარტებით, სტრატეგიული გადაწყობის წარმატებით განსახორციელებლად ამგვარი მიდგომა აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ რეორგანიზაცია და სამუშაო ადგილების შემცირება კომპანიის განვითარებისთვის აუცილებელია.

ამასთან, ავტომწარმოებელი მეტ ინვესტიციებს შიდა წვის ძრავის მქონე და ჰიბრიდული მოდელების განვითარებაზე მიმართავს, რადგან სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის გეგმამ კრახი განიცადა და კომპანიის მოგება 97%-ით შეამცირა.

რაც შეეხება კომპანიის ბოლოდროინდელ სხვა ნაბიჯებს, Porsche-მ ცოტა ხნის წინ ჰიპერქარების მწარმოებელ Bugatti-სა და ელექტრომობილების მწარმოებელ Rimac Group-ში საკუთარი წილები გაასხვისა, რაც ასევე ხარჯების ოპტიმიზაციასთან იყო დაკავშირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE