მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პორტუგალია რუსეთისა და ვიეტნამის საგადასახადო "შავ სიაში" შეყვანისთვის ემზადება
პორტუგალია რუსეთისა და ვიეტნამის საგადასახადო "შავ სიაში" შეყვანისთვის ემზადება

პორტუგალია რუსეთისა და ვიეტნამის საგადასახადო "შავ სიაში" შეყვანისთვის ემზადება

BM.GE17 ივლისი, 2026, 01:12|bm.ge

პორტუგალიის მთავრობამ საგადასახადო სფეროში არაკოოპერაციული იურისდიქციების ეროვნული შავი სიის გადახედვის ინიციატივა წარადგინა. თუ წინადადებას ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს, რუსეთი და ვიეტნამი, რომლებიც ამჟამად ამ სიაში არ შედიან, შესაძლოა მას დაემატონ.

რუსეთის საგადასახადო "შავ სიაში" შეყვანას მთელი რიგი შედეგები ექნება პორტუგალიის იმ მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ან რუსულ თუ ვიეტნამურ აქტივებსა და ანგარიშებს ფლობენ, ან ამ ქვეყნებთან ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ.

კერძოდ, ქვეყნის რეზიდენტებს რუსეთთან და ვიეტნამთან დაკავშირებული ყველა აქტივის დეკლარირება მოუწევთ, ხოლო გარკვეული სახის შემოსავალი და ოპერაციები შესაძლოა უფრო მაღალი განაკვეთით დაიბეგროს.

ფინანსური ექსპერტების განმარტებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი სიაში მოხვდება, პორტუგალიის საგადასახადო ორგანოებს რუსულ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციების მონიტორინგის მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ასევე მოეთხოვებათ საგადასახადო უწყებას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიშები იმ იურისდიქციებში განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ, რომლებიც გაძლიერებულ კონტროლს ექვემდებარებიან.

პორტუგალიის ხელისუფლების მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნიდან იმ სახელმწიფოებში, რომლებიც უკვე საგადასახადო "შავ სიაში" შედიან, დაახლოებით 9.4 მილიარდი ევრო გადაირიცხა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 16.4%-ით მეტია.

პორტუგალია "შავ სიას" გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლისა და საერთაშორისო დაბეგვრაში გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის იყენებს. იურისდიქცია სიაში შესაძლოა მოხვდეს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:

• აწესებს დაბალ ან ნულოვან მოგების გადასახადს (12%-ზე ნაკლებს); • იყენებს საგადასახადო წესებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება გლობალური სტანდარტებისგან; • სთავაზობს სპეციალურ რეჟიმებს ან შეღავათებს, რომლებიც გადასახადებს არაორდინარულად დაბალ ნიშნულამდე ამცირებს; • ზღუდავს საგადასახადო ან ფინანსური ინფორმაციის გაცვლას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

BM.GE