მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრემიერის განცხადებით, სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა
პრემიერის განცხადებით, სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა

პრემიერის განცხადებით, სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა

BM.GE26 ივნისი, 2026, 15:03|bm.ge

პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ისაუბრა და თქვა, რომ გადამოწმების შედეგად საარსებო შემწეობა 22 707 ოჯახს შეუწყდა.

„1-ელი ივნისის მონაცემებით დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4%. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მლნ ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი - გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით - რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას. ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,“- განაცხადა კობახიძემ.

2026 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებას იწყებდა. მიზანი რეკორდულად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა შემცირებაა, რომელთა დახმარებაზეც ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯებოდა. გადამოწმების ერთ-ერთი კრიტერიუმი შემოსავალია. კერძოდ, გადამოწმდებიან ისინი, რომელთაც ბოლო 3 თვის განმავლობაში თვიურად 2000 ლარის შემოსავალი ჰქონდათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მაისში საარსებო შემწეობას 605 033 პირი (153 171 ოჯახი) იღებდა, აპრილთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 41 ათასით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ აქ შედიან ის პირებიც, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტო ამოწმებს და შემდეგ თვეში შესაძლოა, კიდევ გაუგრძელდეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მიიღონ შემწეობა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2027 წელს მთავრობა 200 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს

2027 წელს მთავრობა 200 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს

BM.GE

საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე

საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე

BM.GE

ქვეყნის მასშტაბით, 11 მეწყრულ უბანზე თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა დამონტაჟდა|ირაკლი კობახიძე

ქვეყნის მასშტაბით, 11 მეწყრულ უბანზე თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა დამონტაჟდა|ირაკლი კობახიძე

BM.GE

"ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე" - პრემიერი

"ევროკავშირთან ურთიერთობა გამოწვევებით არის სავსე" - პრემიერი

BM.GE