მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა
PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 19:44|bm.ge

საქართველოს საზღვაო და ლოგისტიკურ სექტორში მოქმედი წამყვანი კომპანია PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) შეუერთდა. ასოციაციაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის განვითარების გზაზე და კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესგარემოში.

2009 წლიდან PRIME MARINE მომხმარებლებს საქართველოს ნავსადგურებში გემების აგენტირებისა და ტვირთების ექსპედირების სრულ და კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ აღიარებულ გემების სააგენტო კომპანიას და სერტიფიცირებულია ISO 9001:2015 ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტით.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება PRIME MARINE-ს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, საზღვაო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებასა და დარგობრივი ინიციატივების მხარდაჭერის პროცესში“ განაცხადა PRIME MARINE-ს დირექტორმა ზაზა ვარშანიძემ.

აღსანიშნავია, რომ PRIME MARINE ასევე აქტიურად არის წარმოდგენილი ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ გაერთიანებებში, როგორებიცაა BIMCO, FIATA, FONASBA, AFG, EUGBC და ACCI, და წარმოადგენს „შავი ზღვის პლატფორმის“ გენერალურ პარტნიორს.

„მივესალმებით PRIME MARINE-ის გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. საზღვაო და ლოგისტიკური სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დარწმუნებულნი ვართ, კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტები ღირებულ წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის გაძლიერებაში,“ აღნიშნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში პირველად, ლეგენდარული ამერიკული საავტომობილო ბრენდის, Cadillac-ის შოურუმი იხსნება

საქართველოში პირველად, ლეგენდარული ამერიკული საავტომობილო ბრენდის, Cadillac-ის შოურუმი იხსნება

BM.GE

რამდენად გაიზარდა პენსია რეალურად 15 წელიწადში?

რამდენად გაიზარდა პენსია რეალურად 15 წელიწადში?

BM.GE

აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან - შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა

აზერბაიჯანი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან - შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა

BM.GE

რუსეთი უარყოფს ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებას, თუმცა ადგილზე საკარანტინო ზომები რჩება

რუსეთი უარყოფს ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებას, თუმცა ადგილზე საკარანტინო ზომები რჩება

BM.GE