მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრობლემაა ის, რომ მოსახლეობა ყურძნის რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე - ლევან მეხუზლა
პრობლემაა ის, რომ მოსახლეობა ყურძნის რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე - ლევან მეხუზლა

პრობლემაა ის, რომ მოსახლეობა ყურძნის რაოდენობაზეა ორიენტირებული და არა ხარისხზე - ლევან მეხუზლა

BM.GE8 მაისი, 2026, 21:45|bm.ge

ყურძნის ჭარბწარმოება გარკვეულწილად პრობლემაა, თუმცა, არა იმდენად, რამდენადაც ის, რომ მოსახლეობა რაოდენობაზე არის ორიენტირებული და არა ხარისხზე - ამის შესახებ BMG-სთან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აცხადებს.

BMG-ის კითხვაზე, სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის ჩაბარება ხომ არ ახალისებს არსებულ პრაქტიკას, რომ მევენახეებმა აწარმოონ რაოდენობრივად ბევრი და არა ხარისხიანი, მეხუზლა აცხადებს, რომ ეს დროებითი მოვლენაა და მალე აღმოიფხვრება.

„საქართველოში არ არის იმდენი ვენახი, რომ საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც ჭარბწარმოება იყოს. ეს, გარკვეულწილად, დროებითი მოვლენა თავისთავად აღმოიფხვრება, თუ პირველ რიგში, აქცენტს გავაკეთებთ ხარისხზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.

შესაბამისადაც მიღებულია [ყურძნის შესყიდვის] გადაწყვეტილება, რაც შარშან იყო პირველად - როდესაც ყურძნის ფასი მიბმული იყო შაქრიანობასთან (რაც, მათ შორის, ყურძნის ხარისხის მაჩვენებელია) და ეს 2026 წლის რთველშიც გაგრძელდება. ჩვენ უკვე ეს გადაწყვეტილება გვაქვს და კახეთში ჩვენს მევენახეებსაც გავაცანით. კიდევ უფრო გამკაცრდება ამ მხრივ მიდგომა და კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე“ - აცხადებს ლევან მეხუზლა BMG-სთან.

კითხვაზე, მთავრობის გადაწყვეტილება კომერციული ვენახების გაშენებაზე ნებართვა შემოიღოს, შეამცირებს თუ არა ჭარბწარმოებას, მეხუზლა აცხადებს, რომ - არა.

„არსებული ვენახები ისევე გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც აქამდე მოქმედებდნენ. უბრალოდ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თუ ჩვენი მევენახეობა გადავა და იქნება ორიენტირებული ხარისხზე, ამ მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში კიდევ იქნება გასაშენებელი ვენახები და კიდევ უფრო მრავალფეროვანი ვენახები გვექნება საქართველოში“ - ამბობს მეხუზლა.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ/სამეწარმეო საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.

სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE