ორიგინალი
პრობლემების შექმნა და გადაჭრისთვის დათმობების მოთხოვნა კრემლის ჩვეული ტაქტიკაა - ვალერი ჩეჩელაშვილი
BM.GE·19:11

პრობლემების შექმნა და გადაჭრისთვის დათმობების მოთხოვნა კრემლის ჩვეული ტაქტიკაა - ვალერი ჩეჩელაშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 19:11

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდების მოსკოვში ან თბილისში ჩატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ვალერი ჩეჩელაშვილს მიაჩნია, რომ თბილისში რუსეთის ოფიციალური დელეგაციის ჩამოსვლა, რუსული სიმბოლიკისა და ჰიმნის თანხლებით, საზოგადოებაში უმწვავეს პროტესტს გამოიწვევს და ხელისუფლებასაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ალტერნატივად იგი პრაღის ფორმატში დაბრუნებას ან შეხვედრების ერევანსა და ბაქოში გამართვას განიხილავს.

“საქმის კურსთან” ინტერვიუში დიპლომატი აცხადებს, რომ მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას ქართული მხარის პოზიცია არ იყო სათანადოდ მომზადებული, რის გამოც გიორგი ზურაბაშვილის „გაოგნება“ უსაფუძვლოა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ხელოვნური პრობლემების შექმნა და შემდეგ მათი გადაჭრის სანაცვლოდ დათმობების მოთხოვნა კრემლის ჩვეული დიპლომატიური ტაქტიკაა.

“ძალიან კარგია, რომ ბატონი გიორგი ზურაბაშვილი ერთობ გამოფხიზლდა ამ რაუნდის შემდგომ და იმედი მაქვს, ჩვენი დელეგაცია უფრო კარგად მოემზადება მომდევნო რაუნდებისთვის. ჩემთვის ცხადია, რომ ქართული მხარის მოლაპარაკების პოზიცია სათანადოდ მომზადებული არ იყო - შედეგები ჩვენ ვნახეთ. რაც შეეხება გაკვირვებას, აქ არაფერია გასაკვირი, ჩვეულებრივი ტაქტიკაა რუსების მოლაპარაკებებზე, რომ ქმნიან რაღაც პატარა პრობლემებს, მერე თითქოსდა ამ პატარა პრობლემებს წყვეტენ, ამას დიდ დათმობად წარმოაჩენენ და ამის მაგივრად გაცილებით უფრო მეტის მიღებას ითხოვენ. მოკლედ, ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ვისაც რუსებთან მოლაპარაკებების გამოცდილება ჰქონდა, ეს ძალიან კარგად იცის და ზუსტად ამაზე მიუთითებდნენ ექსპერტები.

ვფიქრობ, შემდგომში შეიძლება მოინდომონ რუსებმა, და მოლაპარაკებები მოსკოვში ან მით უმეტეს თბილისში ჩატარდეს, რაც ჩვენის მხრიდან ძალიან დიდი დათმობა და შეცდომა იქნება, რადგან ეს ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაოფიციალურება და პროცედურულ-პროტოკოლური თვალსაზრისით მათი აყვანა უფრო მაღალ საფეხურზე იქნება, რაც ყოვლად დაუშვებელია.

რამდენიმე რჩევა: არავითარი მინსკი, არავითარი მოსკოვი, არანაირი მოლაპარაკებები თბილისში, უფრო წიგნიერი მომზადება პოზიციის და სხვა ალტერნატივის შეთავაზება... ყველაზე კარგი ან პრაღაში დაბრუნება, ან ერევანი, ან ბაქო იქნება... შესაბამისად საკუთარი დღის წესრიგის და არგუმენტების სისტემის უფრო კარგად მომზადება, რომ რუსებთან ურთიერთობაში ჩვენ მიზნებს მივაღწიოთ”,-აცხადებს ჩეჩელაშვილი "საქმის კურსთან" ინტერვიუში.

რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა, მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს - კობახიძე

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრობლემების შექმნა და გადაჭრისთვის დათმობების მოთხოვნა კრემლის ჩვეული ტაქტიკაა - ვალერი ჩეჩელაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:00

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
BM.GE·18:52

ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის გამო ასოციაცია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვს

ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის გამო ასოციაცია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვს
BM.GE·18:51

IAEA ზაპოროჟიეს სადგურზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

IAEA ზაპოროჟიეს სადგურზე ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
BM.GE·18:40

ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გაიმართა - GNTA-ს წარმომადგენლები Jazeera-სა და Qatar Airways-ს შეხვდნენ

ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გაიმართა - GNTA-ს წარმომადგენლები Jazeera-სა და Qatar Airways-ს შეხვდნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.