მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში
Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში

Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 19:20|bm.ge

სასტუმროში, რესტორანსა თუ სავაჭრო ქსელში ხელფასების დათვლას მთელი თვის ინფორმაცია სჭირდება: ნამუშევარი საათები, შეცვლილი ცვლები, ბონუსები და ზეგანაკვეთური. როცა ეს მონაცემები სხვადასხვა ფაილსა და მიმოწერაში ნაწილდება, მათი გადამოწმება მენეჯერების დროს მოითხოვს და შეცდომების რისკს ზრდის.

ამ გამოწვევებზეა ორიენტირებული Profesto - Payroll და HR ადმინისტრირების პლატფორმა ჰორეკას, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორებისთვის. მისი მიდგომა ამ სფეროების ყოველდღიური საჭიროებების ცოდნას ეფუძნება: ცვლადი გრაფიკების კონტროლს, განსხვავებული ანაზღაურების პირობების გათვალისწინებასა და ადმინისტრაციული რუტინის შემცირებას.

Profesto-ს უკან ათ წელზე მეტი დარგობრივი გამოცდილების მქონე გუნდი დგას. აქცენტი კეთდება გამოყენების სიმარტივეზეც - გუნდის ინფორმაციით, სისტემის გაშვება ერთიდან ორ კვირაშია შესაძლებელი, რათა ბიზნესმა პროცესების მოწესრიგება მცირე ძალისხმევით შეძლოს.

პლატფორმაში ერთიანდება გრაფიკები, ნამუშევარი დრო, დაგვიანებები და ტაბელები. ხელფასების დათვლისას გათვალისწინებულია ფიქსირებული, საათობრივი და გამომუშავებაზე დამოკიდებული ანაზღაურება, ბონუსები და ზეგანაკვეთური დანამატები. ამ პროცესების სისტემაში გადატანა კომპანიას Excel-ის პარალელური ფაილების ჩანაცვლებისა და ხელით შესასრულებელი სამუშაოს შემცირების საშუალებას აძლევს.

ავტომატურად გამოითვლება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანები, მონაცემები კი RS.GE-ზე იგზავნება. სამუშაო დროის აღრიცხვასთან ერთად, ეს ბიზნესს შრომით სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება. იმავე სივრცეში იმართება შვებულებები, დაზღვევა, ფიტნესი და სხვა ბენეფიტები.

თანამშრომელს მობილური აპლიკაციიდან შეუძლია დროის აღრიცხვა, შვებულების ბალანსის ნახვა და მოთხოვნის გაგზავნა. მენეჯერის დასტურის შემდეგ მონაცემები ავტომატურად განახლდება, რაც დამატებითი მიმოწერის საჭიროებას ამცირებს.

Profesto ქლაუდტექნოლოგიაზეა დაფუძნებული; მონაცემთა დაცვა, სტაბილური მუშაობა და ბიზნესის ზრდასთან ერთად მასშტაბირება მისი ტექნოლოგიური მიდგომის ნაწილია. გამოყენების პროცესში კომპანიას მხარდაჭერის გუნდიც ეხმარება.

კონკრეტულ სექტორებზე ფოკუსი, მარტივი დანერგვა და სამუშაო დროისა და ანაზღაურების ერთიანი მართვა Profesto-ს შეთავაზების საფუძველია - ნაკლები ადმინისტრაციული დატვირთვითა და მეტი კონტროლით ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ბრალდებები და პენიტენციური სისტემის პასუხირუსთავი 2
სისტემის →

მსგავსი სტატიები

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

BM.GE

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

BM.GE

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

BM.GE

სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე

სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე

BM.GE