მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება - რეგისტრაციის ვადები
პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება - რეგისტრაციის ვადები

პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება - რეგისტრაციის ვადები

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 16:41|bm.ge

თბილისის მერიის პროგრამას "ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება, რეგისტრაცია კი დღეიდან იწყება და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.

"ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.

"პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.

კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონს“ შეისყიდის

სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონს“ შეისყიდის

BM.GE

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა კორუფციის სერიოზული წყარო იყო - პრემიერი

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა კორუფციის სერიოზული წყარო იყო - პრემიერი

BM.GE

სოცდაუცველთა გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი დაზოგა - ჯანდაცვის მინისტრი

სოცდაუცველთა გადამოწმებით სახელმწიფომ რამდენიმე ათეული მილიონი დაზოგა - ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE