მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ₾10 მილიონის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ₾10 მილიონის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ₾10 მილიონის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 22:35|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ ძმებს - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პირებს კანონიერი შემოსავლის წყარო არ ჰქონდათ და მათ ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

პროკურატურის ცნობით, 2020-2026 წლებში ფეიქრიშვილებთან დაკავშირებულ პირებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე დანაწევრებით შეჰქონდათ. შემდეგ აღნიშნული თანხები მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციების გზით დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად ანგარიშებზე ირიცხებოდა. უწყების განცხადებით, ამ გზით ანგარიშებზე დაახლოებით 10 მილიონი ლარის ეკვივალენტის სხვადასხვა ვალუტა აკუმულირდა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ - მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ეხება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმების შესახებ სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. მათ შორის, მედია წერდა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კრიპტო-სერვისცენტრიდან ყაჩაღობის საქმეზე, რომელშიც ისინი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

BM.GE

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება

BM.GE

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რკინიგზას თბილისის შემოვლითი გზისთვის მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე ელაპარაკება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რკინიგზას თბილისის შემოვლითი გზისთვის მიწის უსასყიდლოდ დათმობაზე ელაპარაკება

BM.GE