მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SOCAR-მა იტალიიდან საქართველოში 5,000 ტონა ბენზინი შემოიტანა
SOCAR-მა იტალიიდან საქართველოში 5,000 ტონა ბენზინი შემოიტანა

SOCAR-მა იტალიიდან საქართველოში 5,000 ტონა ბენზინი შემოიტანა

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 19:16|bm.ge

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა SOCAR Georgia Petroleum-მა იტალიიდან, იმავე ჯგუფში შემავალი Italiana Petroli-სგან, საქართველოში 5,000 ტონა მაღალი ხარისხის ბენზინი პირველად შემოიტანა.

არსებული ინფორმაციით, EN 228 ევროპული სტანდარტის შესაბამისი საწვავის პირველი პარტია ქვეყანაში SOCAR-ის კუთვნილი გემით შემოვიდა. საყურადღებოა, რომ ეს ნაბიჯი ორ კომპანიას შორის განხორციელებულ პირველ პირდაპირ კომერციულ ოპერაციად იქცა.

SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორის, ნოდარ ყანჩაველის განცხადებით, ნავთობის გადამუშავებისა და ხარისხის კონტროლის სფეროში Italiana Petroli-ს გამოცდილების SOCAR-ის საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან შერწყმა ადგილობრივ ბაზარზე რესურსების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს. ხელმძღვანელის შეფასებით, ეს თანამშრომლობა მიზნად საქართველოში ევროპული სტანდარტის საწვავის საიმედო და შეუფერხებელ მიწოდებას ისახავს.

ცნობისთვის, SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციების 99.82%-ის შესყიდვის პროცესი, ყველა აუცილებელი მარეგულირებელი ნებართვის მიღების შემდეგ, 2026 წლის 8 მაისს დაასრულა. ამ გარიგებამ ევროპაში ნავთობის გადამუშავებისა და საწვავის საცალო ვაჭრობის მიმართულებით კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გააფართოვა.

თავად აზერბაიჯანული ენერგოკომპანიის ოპერირება საქართველოს ბაზარზე 2006 წელს დაიწყო. იმავე წელს ქვეყანაში აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ მისი პირველი შვილობილი სტრუქტურა, SOCAR Energy Georgia ამოქმედდა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი SOCAR-მა Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

ADB-ის კრედიტით, შავი ზღვის 9 ლოკაციაზე სანაპიროების გამაგრების პროექტირებაზე $2.5 მლნ დაიხარჯება

ADB-ის კრედიტით, შავი ზღვის 9 ლოკაციაზე სანაპიროების გამაგრების პროექტირებაზე $2.5 მლნ დაიხარჯება

BM.GE

"ველოდებით ექსპერტიზას" - რა ეტაპზეა მარიჯანის N2-ში "ცენტრ პოინტის" ყოფილი მშენებლობა?

"ველოდებით ექსპერტიზას" - რა ეტაპზეა მარიჯანის N2-ში "ცენტრ პოინტის" ყოფილი მშენებლობა?

BM.GE