მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პროკურატურის განცხადებით, შპს "სანდოს" დირექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს|რას ედავებიან?
პროკურატურის განცხადებით, შპს "სანდოს" დირექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს|რას ედავებიან?

პროკურატურის განცხადებით, შპს "სანდოს" დირექტორი და კიდევ ერთი პირი დააკავეს|რას ედავებიან?

BM.GE17 ივნისი, 2026, 17:29|bm.ge

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს "სანდოს" დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა.

"დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სანდოს” დირექტორმა ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული დაზიანებული საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას, არ გაითვალისწინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მონაცემები და მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით უნდა შედგენილიყო, საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, 2024 წლის ივნისში შეადგინა გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან და ადგილზე შექმნილ ვითარებასთან შეუსაბამო პროექტი. შეუსაბამო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორმა დადებითი შეფასება მისცა, რის შემდეგაც პროექტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს "სანდოს" მიერ შედგენილი არ იყო საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, შემსრულებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები წარმართა შეუსაბამო პროექტის პირობებში, რაშიც არამიზნობრივად გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი 756 198 ლარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მძიმე შედეგის მიყენება გამოიწვია და წარმოქმნა საცხოვრებელი კორპუსების მეწყრულ პროცესებში ჩათრევის საფრთხე.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს "სანდოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახის წევრმა ზემოქმედება განახორციელა მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე, რათა ამ უკანასკნელს გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია განცხადებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

BM.GE

ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის - ლილუაშვილის ადვოკატი

ეს ე.წ. ინფორმაციები გამოიყენება ხელოვნური ანტიპიარისთვის - ლილუაშვილის ადვოკატი

BM.GE

მერია მდინარე ვერეს ხეობაში, 179 კმ²-ზე მონიტორინგის სისტემას დაამონტაჟებს - პროექტი ₾5.6 მლნ ჯდება

მერია მდინარე ვერეს ხეობაში, 179 კმ²-ზე მონიტორინგის სისტემას დაამონტაჟებს - პროექტი ₾5.6 მლნ ჯდება

BM.GE

რა წერია უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში?

რა წერია უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში?

BM.GE