მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - Amnesty International-ი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს
"პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - Amnesty International-ი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს

"პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - Amnesty International-ი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს

BM.GE15 ივნისი, 2026, 21:56|bm.ge

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. მისი სათაურია: „რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.

ანგარიშში საუბარია, რეპრესიულ პოლიტიკაზე და ავტორიტარიზმზე. კერძოდ, ნათქვამია რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს რეპრესიულ კანონებს და სასამართლოს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ასევე, ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო სექტორი ხშირად მოიხსენიება, როგორც „უცხო ძალების აგენტები“ ან „მოღალატეები“.

დოკუმენტში ასევე საუბარია ჟურნალისტების ზეწოლასა და დევნაზე, ისევე როგორც დემონსტრანტებზე, რომელთა წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს, არასათანადოდ ეპყრობიან, აკავებენ და ძალადობენ.

დოკუმენტშია ასევე წერია, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო სივრცე და გაუარესდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა. განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა კი დანაშაულად მიიჩნევა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დეზინფორმაცია, ძალადობრივი კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლოებში უსამართლობა საკუთარი ძალაუფლების პოტენციური საფრთხისგან დასაცავად გამოიყენა. მათ შექმნეს სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა, სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ მტრად ითვლება, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ავიწროებენ, დევნიან და გადარჩენის რეჟიმში ამყოფებენ, ხოლო პოლიციის ძალადობის მსხვერპლებს სამართლიანობაზე უარი აქვთ ნათქვამი, ამის ნაცვლად კი მათ თავად დევნიან. ადამიანის უფლებებმა და სამოქალაქო სივრცემ მძიმე უკუსვლა განიცადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ", - ნათქვამია ანგარიშში.

Amnesty International საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რომ დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა. ასევე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

BM.GE

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

BM.GE

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

BM.GE

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

BM.GE