მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პროცესი უნდა გაგრძელდეს" - ირაკლი კობახიძე მესტიაში ე.წ. მაინერების ამოღებაზე
"პროცესი უნდა გაგრძელდეს" - ირაკლი კობახიძე მესტიაში ე.წ. მაინერების ამოღებაზე

"პროცესი უნდა გაგრძელდეს" - ირაკლი კობახიძე მესტიაში ე.წ. მაინერების ამოღებაზე

BM.GE4 ივნისი, 2026, 16:13|bm.ge

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მესტიაში კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რათა ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დღეს, მესტიაში 6 სხვადასხვა ადგილას კრიპტოვალუტის 148 ე.წ. მაინერის ამოღებას შეეხებოდა.

„მესტიის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გაკეთდა და პარალელურად წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც ჩართულია შსს. ამოღებულია დიდი ოდენობით მაინერები, რაც იმას გულისხმობს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება უკანონოდ ხდებოდა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. 133 მლნ კვტ/სთ-ია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება

დაახლოებით ₾20 მლნ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარება ხდება უკანონოდ მაინინგის მიზნით. ეს საბოლოო ჯამში აწვება თითოეულ მოქალაქეს და აისახება გადასახადზე, რომელსაც თბილისში, ქუთაისში მოქალაქე იხდის - ეს ბუნებრივია უნდა გამოსწორდეს და ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის, ზომები, რომელსაც შსს პარალელურად იღებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ მაინერების საკითხის უკან მდგომ ერთ-ერთ პირად საპარლამენტო პოლიტიკური ძალის „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე სახელდება, ირაკლი კობახიძე აცხადებს: „ჭორებით საუბარია არასწორია. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და მასთან დაკავშირებით ბატონ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთადაც გვქონდა საუბარი და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადამჭრელი ზომები უნდა მიგვეღო, რომელიც შეიძლება სირთულეებთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ უნდა მიგვეღო ზომები“.

პრემიერმა განმარტა, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბარი იმიტომ ჰქონდათ, რომ ის პარლამენტის წევრია, რომელიც მესტიის მკვიდრია.

„ის საქართველოს პარლამენტის წევრია, რომელიც მესტიის მკვიდრია. ჭორები შეიძლება თქვენთვის დაიტოვოთ, მაგრამ ჩვენ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, სვანეთის წარმომადგენელ სხვა დეპუტატებთან ერთად გვქონდა საუბარი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მიგვეღო გადამჭრელი ზომები მაინინგის წინააღმდეგ მესტიის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა მან.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობის გამრიცხველიანება მოხდება, თუმცა ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში კვლავ უფასო იქნება, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და მათ ვინც ამ ლიმიტს გადააჭარბებს, დენის ტარიფის გადახდა მოუწევთ.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის გამრიცხველიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ.

გამანაწილებელ კომპანიაში კი bm.ge-ს უთხრეს, რომ "2026 წლის აპრილში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც დანარჩენი საქართველოს 15 -მა, შუახევის, ლენტეხის, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ცაგერის, ქედას, ხულოს, დმანისის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, დედოფლისწყაროს, ჩხოროწყუს, თეთრიწყაროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობამ ერთად. წინა თვეებში კი მესტიამ მოიხმარა იმდენი ელექტროენერგია, რაც 17-18 -მა მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ერთად".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →პროცესი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE