მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" - რა შეცდომას უშვებენ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში?
"პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" - რა შეცდომას უშვებენ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში?

"პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" - რა შეცდომას უშვებენ ინვესტორები სასტუმროების ბიზნესში?

BM.GE5 ივლისი, 2026, 21:52|bm.ge

"პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" - სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი, გაჯერებული ბაზრისა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების არასაკმარისი რაოდენობის პირობებში, ინვესტორებს ურჩევს, სასტუმროების მართვა პროფესიონალებს ანდოს. ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მენეჯერული ექსპერტიზის ნაკლებობაა, რის გამოც ინვესტორები ხშირად არასწორ ფინანსურ თუ საოპერაციო გადაწყვეტილებებს იღებენ. "სასტუმროს მფლობელებს ჰქონდათ ამბიცია, რომ თვითონაც შეუძლიათ სასტუმროები მართონ მარტივად და ისევ იგივე შედეგებზე გავიდნენ, მაგრამ წლების შემდეგ დაინახეს, რომ ალბათ სჯობს, საქმე გააკეთოს იმ ადამიანებმა, ვინც ეს სფერო კარგად იცის", - აღნიშნა მან ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად.

ინტერვიუ მაია წერეთელთან

- არ ვიცი, რამდენად ახალია, მაგრამ რასაც ვამჩნევ როგორც სასტუმროების, ისე რესტორატორების მხრიდან - გახშირდა ტენდენცია, როდესაც ბიზნესმენები, ინვესტორები და აქტივების მფლობელები პროფესიონალ საკონსულტაციო მენეჯმენტ კომპანიებს ირჩევენ. მიზეზი ისევ და ისევ ის არის, რომ ტურისტი მარტივად, თავისით აღარ მოდის?

- იცით, ამ მიდგომას თავისებური ახსნა აქვს. იყო დრო, როდესაც დიდ ინვესტიციებზე საუბრისას ინვესტორებს შემოჰყავდათ საერთაშორისო ბრენდები. ბრენდების აუცილებელი პირობა კი არის მენეჯმენტ კომპანიის არსებობა - ან ბრენდი თავად მართავს სასტუმროს, ან ამართვინებს ისეთ კომპანიას, რომელსაც მიღებული აქვს მართვის შესაბამისი ლიცენზია. ჩვენ ზუსტად ამ ფუნქციას ვითავსებდით საქართველოს ბაზარზე, თუმცა შემდეგ სასტუმროს მფლობელებს გაუჩნდათ ამბიცია, რომ თავადაც მარტივად შეძლებდნენ ოპერირებას და იგივე ფინანსურ შედეგებზე გასვლას. წლების შემდეგ კი დაინახეს, რომ ალბათ სჯობს „პური მეპურემ გამოაცხოს“ და საქმე იმ ადამიანებმა აკეთონ, ვინც ეს სფერო დეტალურად იცის. როგორც აღვნიშნე, ეს უამრავი წვრილმანი აქტივობისგან შემდგარი სპეციფიკური ინდუსტრიაა, რომელშიც მფლობელების უმეტესობას ღრმად ჩახედვის ფუფუნება უბრალოდ არ აქვს. სწორედ ამიტომ, დღეს გვაქვს სიტუაციები, როდესაც ვბრუნდებით ჩვენ მიერვე გახსნილ იმ სასტუმროებში, რომლებსაც გარკვეული პერიოდი თავად მფლობელები მართავდნენ - ახლა უკვე ვბრუნდებით, როგორც მენეჯმენტ კომპანია. ეს ძალიან ჯანსაღი და კარგი ტენდენციაა ბაზარზე, როგორც რესტორნების, ისე სასტუმროების მხრივ, იმიტომ რომ ეს ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

- ბევრი სასტუმროს მფლობელი დღეს არჩევანის წინაშეა: დახუროს ბიზნესი, შეცვალოს პროფილი თუ გაყიდოს აქტივი. რას ურჩევდით მათ - რა შეუძლია გააკეთოს პროფესიონალურმა მენეჯმენტმა ისეთი, რაც თავად მფლობელებმა ვერ შეძლეს, მით უმეტეს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების დეფიციტის ფონზე?

- საქმე ეხება საოპერაციო სტანდარტებს. აი, როგორც სამედიცინო სფეროს აქვს მკაცრი გაიდლაინები, რომელთა მიხედვითაც მოქმედებენ პაციენტთან ურთიერთობისას, ასევე სასტუმრო ბიზნესსაც აქვს თავისი საოპერაციო სტანდარტები თითოეული განყოფილებისთვის. ეს არის ყოველდღიური, ზედმიწევნით დეტალურად გაწერილი ინსტრუქციები, რომელთა ცოდნაც მხოლოდ პროფესიონალების საქმეა - იმათი, ვინც ამ სფეროში მუშაობს და მენეჯმენტ კომპანიას ფლობს.

ეს სტანდარტები თითოეულ დეპარტამენტში ყოველდღიური აქტივობების სახით არის გაწერილი და როდესაც სასტუმრო ამ წესების მიხედვით იმართება, ცხადია, შედეგიც სახეზეა. სტანდარტიზაცია ეხება როგორც საოპერაციო, ისე არასაოპერაციო მიმართულებებს: ფინანსებს, გაყიდვებს, სწორ ფასწარმოებას, სწორ ფინანსურ პოლიტიკასა და გამართულ მარკეტინგულ აქტივობებს. გაყიდვების სამსახური, არხების სწორი მართვა და სტუმარზე ორიენტირება - ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს საბოლოო საუკეთესო შედეგს. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ინვესტორებმა ახლა დაიწყონ ამ ყველაფრის ნულიდან შესწავლა, წლები დასჭირდებათ, ამიტომ სჯობს, საქმე პროფესიონალ კომპანიებს მიანდონ.

- „მე თვითონ ვმართავ და ფულს დავზოგავ“ - არის თუ არა ეს მთავარი შეცდომა, რასაც ინვესტორები უშვებენ და რის გამოც შემდეგ „მეპურესთან“ დაბრუნება უწევთ?

- დიახ, ეს ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა. ხშირად ხდება ხოლმე... აი, თქვენ მკითხეთ, თუ რომელ სასტუმროებს ვმართავთ: ჩვენს პორტფელში ახლა არის სასტუმროები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში გახსნის ეტაპზეა. მაგალითად, ბორჯომსა და სურამში იხსნება Hilton Garden Inn, კახეთში კი დაგეგმილია DoubleTree by Hilton-ის გახსნა. უამრავი ასეთი პროექტია, სადაც მფლობელებს ისეთი ნიუანსების გათვალისწინება უწევთ, რასაც საერთაშორისო ბრენდი სთხოვს. ჩვენც სწორედ იმაში ვუჭერთ მხარს, რომ ინვესტიცია ჩაიდოს იმ საკითხებში, რაც მომავალში სტუმარზე იქნება სწორად გათვლილი.

ხშირად მაქვს შეხება სასტუმროების მფლობელებთან, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი თანხა გადაიხადონ ისეთ დეტალებში, რაც სტუმრისთვის საერთოდ არ არის პრიორიტეტული, თუმცა ადგილზე რაღაც თავსმოხვეული ტენდენციის გამო მაინც აკეთებენ. ამ დროს კი, ზუსტად იმ ნაწილში, რაც სტუმარს ნამდვილად სჭირდება და რაზედაც ხარისხია დამოკიდებული, თანხის დაზოგვას იწყებენ. ეს უმეტეს შემთხვევაში აბსოლუტურად არაპროდუქტიულ შედეგს იძლევა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით ქათმის ხორცის წარმოება და ექსპორტის გაზრდა" - რა შეღავათებს საჭიროებს დარგი?

"საქართველოს შეუძლია დიდი რაოდენობით ქათმის ხორცის წარმოება და ექსპორტის გაზრდა" - რა შეღავათებს საჭიროებს დარგი?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

სოცდახმარების შეწყვეტისას შემოსავლებთან ერთად ხარჯებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული - ანდრია ურუშაძე

სოცდახმარების შეწყვეტისას შემოსავლებთან ერთად ხარჯებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული - ანდრია ურუშაძე

BM.GE

"ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის" - ბოჭორიშვილი ჩინეთთან თანამშრომლობაზე

"ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის" - ბოჭორიშვილი ჩინეთთან თანამშრომლობაზე

BM.GE