მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინი სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს - Reuters
პუტინი სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს - Reuters

პუტინი სომხეთში არჩევნებისთვის 100,000 ეთნიკურად სომეხის გაგზავნას გეგმავს - Reuters

BM.GE29 მაისი, 2026, 21:51|bm.ge

დასავლური დაზვერვის მონაცემებით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მოსკოვმა სომხეთის პოლიტიკურ პროცესში ფარული ჩარევის კამპანია მკვეთრად გააძლიერა.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს ნაბიჯი 7 ივნისის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო გამარჯვებისა და ქვეყნის დასავლური ვექტორის საბოლოო გამყარების შიშითაა განპირობებული. სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ კრემლი პრორუსული ძალების მხარდაჭერას რამდენიმე გზით ცდილობს.

მოსკოვის ფარული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია პრორუსული კანდიდატების სასარგებლოდ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და რუსეთში მცხოვრები ათიათასობით ეთნიკური სომეხის სამშობლოში ორგანიზებულად ტრანსპორტირება. დასავლური დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, კრემლმა ამ მიმართულებისთვის სპეციალური დეპარტამენტი გასული წლის ოქტომბერში შექმნა. ამ სტრუქტურამ სომხეთში სპეციალური ოპერაციების კოორდინაცია უნდა იკისროს. სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ 100,000 ამომრჩევლის ჩაყვანის მიზნით $50 მილიონი უკვე გამოყო. ამასთან, ახალი მედიაპლატფორმების შექმნას გეგმავს რუსული ორგანიზაცია SDA-ი, რომელიც თავად ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე მოხვედრილია სანქცირებულთა სიაში.

პარალელურად, სომხეთზე ზეწოლის მიზნით რუსეთმა სავაჭრო შეზღუდვებიც აამოქმედა. მოსკოვმა სომხური ხილის, ბოსტნეულისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი მკვეთრად შეზღუდა.

როგორც მედია წერს, კრემლის ფავორიტ კანდიდატად მილიარდერი სამველ კარაპეტიანი მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მის წინააღმდეგ ამჟამად სამართალწარმოებაა დაწყებული, რადგან მას ბრალად სომხეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობა ედება.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი საფრთხეების გამო, ამერიკული სპეცსამსახურები, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების დაცვის პროცესში ფარულად ჩაერთო.

Reuters-ის ცნობით, თავის მხრივ ძალისხმევას აძლიერებს ოფიციალური ვაშინგტონიც. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანის საარჩევნო კამპანიას ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად საბოლოოდ გააფორმა პროექტი, რომელიც ახალი სატრანსპორტო დერეფნის, TRIPP-ის შექმნას ისახავს მიზნად. ამ ინფრასტრუქტურული პროექტით იგეგმება რეგიონში რუსული მონოპოლიის შესუსტება და ცენტრალური აზიის რესურსებზე დასავლეთის წვდომის გაზრდა.

ცნობისთვის, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსულმა სამშვიდობო კონტინგენტმა 2023 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვისაგან თავი შეიკავა. ამის ფონზე, 2024 წელს ერევანმა მოსკოვის სამხედრო ალიანსში მონაწილეობა შეაჩერა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი ვაშინგტონის შუამავლობით აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE