მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინი ყაზახეთში ჩადის - რას გეგმავს რუსეთის ლიდერი?
პუტინი ყაზახეთში ჩადის - რას გეგმავს რუსეთის ლიდერი?

პუტინი ყაზახეთში ჩადის - რას გეგმავს რუსეთის ლიდერი?

BM.GE28 მაისი, 2026, 01:44|bm.ge

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა. დაგეგმილი ღონისძიებების წინ, კრემლმა კონკრეტული შეთანხმებების შესახებ პირველადი ინფორმაცია გაასაჯაროვა.

როგორც ირკვევა, ორი ქვეყანა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ახალ შეთანხმებას გააფორმებს. აღსანიშნია, რომ მოსკოვი პროექტის 85%-ის დაფინანსებას სახელმწიფო საექსპორტო სესხის საშუალებით უზრუნველყოფს.

კრემლის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, ორმხრივ დოკუმენტს ხელი კვირის ბოლოსთვის მოეწერება, ახალი ენერგოობიექტი კი ექსპლუატაციაში 2035-2036 წლებში შევა. აქვე უნდა ითქვას, რომ ატომური სადგურის მშენებლობის პროექტში ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციაც ჩაერთვება

ცნობისთვის, ყაზახეთს საკუთარი ბირთვული ინფრასტრუქტურა 1999 წლის შემდეგ აღარ ჰქონია. თუმცა ქვეყანამ ახალი სადგურების მშენებლობას მხარი 2024 წლის რეფერენდუმზე დაუჭირა, რის შემდეგაც მოქმედმა ხელისუფლებამ საკითხზე მუშაობა როგორც რუს, ისე ჩინელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 2035 წლისთვის ყაზახეთი 2.4 გიგავატი სიმძლავრის ობიექტების ამუშავებას გეგმავს.

რაც შეეხება, რუსეთის ლიდერის ვიზიტის სხვა დეტალებს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პუტინი კოლეგასთან ყაზახეთის გავლით ჩინეთში ნავთობის ტრანზიტის გაზრდის საკითხს განიხილავს. როგორც ცნობილია, გასულ წელს მოსკოვი ატასუ-ალაშანკოუს მილსადენით ექსპორტის 12.5 მილიონ ტონამდე გაზრდაზე შეთანხმდა, თუმცა ეს გეგმა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE