მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინის განკარგულებით, რუსეთმა Nestlé-ს აქტივებზე კონტროლი დაამყარა
პუტინის განკარგულებით, რუსეთმა Nestlé-ს აქტივებზე კონტროლი დაამყარა

პუტინის განკარგულებით, რუსეთმა Nestlé-ს აქტივებზე კონტროლი დაამყარა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 23:30|bm.ge

რუსულ კომპანია L.E.V. Management-ს Nestlé-სთან, ფრანგული Auchan-თან და რამდენიმე სხვა დასავლურ ჯგუფთან დაკავშირებული 16 საწარმოს დროებითი მართვა გადაეცა - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 16 კომპანიაში არსებული წილებისა და აქციების მართვა აღნიშნული ფირმის კონტროლქვეშ გადავიდა. ეს ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან დასავლურ აქტივებზე კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად, რაც უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, დასავლეთთან მიმდინარე დაპირისპირების ნაწილია.

"რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ საქმე ეხება არამეგობრულ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ოპერაციებში", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომპანიებს შორის, რომლებსაც განკარგულება შეეხო, არიან Nestlé Russia, Nestlé Kuban, ფრანგული რითეილერის Auchan-ის რუსული შვილობილი კომპანია, ლოგისტიკური კომპანია FM Logistic-ის ორი ადგილობრივი სტრუქტურა და Le Monlid, რომელიც Leroy Merlin-ის ყოფილ ქსელს ბრენდ Lemana Pro-ს სახელით მართავს.

რუსული მედიის ცნობით, რუსი იურისტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ბიზნესების ფორმალურ კონფისკაციას ან მფლობელობის შეცვლას არ ნიშნავს. თუმცა, წარსულში დროებითი მმართველობის შემოღებას ხშირად წინ უსწრებდა დასავლური აქტივების გაყიდვა ან რუსი მყიდველებისთვის გადაცემა.

L.E.V. Management მოსკოვში 2024 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა და მისი აქციონერების ვინაობა საჯაროდ გამჟღავნებული არ არის. კომპანიის 2025 წლის საჯარო ფინანსურ ანგარიშგებაში აქტიური ბიზნესოპერაციები არ ფიქსირდება.

განკარგულების გამოცემამდე ერთი კვირით ადრე, 10 სექტემბერს, ფირმის გენერალურ დირექტორად ანდრეი კრაიუშკინი დაინიშნა. დამოუკიდებელმა გამოცემა Novaya Gazeta Europe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის მონაცემებს ემთხვევა, თუმცა ეს ცნობა გადამოწმებული არ არის.

დასავლური კომპანიების უმრავლესობამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული ბიზნესები სწრაფად გაყიდა ან ძირითადი კორპორაციებისგან გამიჯნა. მას შემდეგ მოსკოვმა უცხოური კომპანიებისთვის ბაზრის დატოვება მნიშვნელოვნად გაართულა - შემოიღო გარიგებებზე პრეზიდენტის თანხმობის ვალდებულება და გარკვეული აქტივები დროებით მმართველობაში გადაიყვანა.

გავრცელებულ განცხადებაში Nestlé-მ აღნიშნა, რომ "ვითარებასა და არსებულ შესაძლებლობებს აფასებს". კომპანიაში აცხადებენ, რომ Nestlé მზადაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საკუთარი უფლებების დასაცავად და ბიზნესოპერაციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ყველა დაინტერესებული მხარის, განსაკუთრებით კი თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე. Nestlé-ს რუსეთში დაახლოებით 7 000 თანამშრომელი და ექვსი ქარხანა აქვს. კომპანიას შეჩერებული აქვს არაარსებითი პროდუქციის გაყიდვების, იმპორტისა და ექსპორტის უმეტესი ნაწილი, ასევე სარეკლამო აქტივობები და კაპიტალური ინვესტიციები, თუმცა პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდებას აგრძელებს.

შვეიცარიული საინვესტიციო ბანკ Vontobel-ის ექსპერტმა ჟან-ფილიპ ბერტშიმ აღნიშნა, რომ ფინანსური გავლენა, სავარაუდოდ, შეზღუდული იქნება, რადგან რუსეთზე Nestlé-ს ჯგუფის გაყიდვების მხოლოდ დაახლოებით 1% მოდის, მაშინ როცა ომამდე ეს მაჩვენებელი 2%-ს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდისრუსთავი 2
  • რუსეთში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილესი საცავი იწვის - სამარის ოლქში შავი კვამლი შენიშნესტვ პირველი
  • ოქტომბერში რუსეთის არმიის დანაკარგებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 54 400 სამხედროფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE