მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამაში შედის საქართველოც, სადაც ბევრ აქტივობას ვხედავთ - იოჰან ვადეფული
პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამაში შედის საქართველოც, სადაც ბევრ აქტივობას ვხედავთ - იოჰან ვადეფული

პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამაში შედის საქართველოც, სადაც ბევრ აქტივობას ვხედავთ - იოჰან ვადეფული

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 01:00|bm.ge

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში საქართველოს დაბრუნებასაც მოიაზრებს.

"არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთხელ თქვა, მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყოო.

როდესაც გერმანელი ხარ, ამაზე ცოტა არ იყოს გაოცებული რჩები და ამბობ, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ კარგი, თუ ამას ასე მივიღებთ, მაშინ უნდა ითქვას თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მას ალბათ ამის გამოსწორება სურს.

ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად არსებობს პრეტენზია იმისა, რომ აღადგინოს ის, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო. ამაში შედის უკრაინა, ამაში შედის ახლა საქართველოც, სადაც დიდ აქტიურობას ვადევნებთ თვალს. ამაში შედის მოლდოვაში ვითარების არევა და, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთიც კვლავ შევიდოდა.

ეს უკანასკნელნი ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ ტელეარხთან NTV-თან ინტერვიუში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

BM.GE

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

BM.GE

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

BM.GE