მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. PZU-მ უკრაინული სადაზღვევო გიგანტი MetLife Ukraine შეიძინა
PZU-მ უკრაინული სადაზღვევო გიგანტი MetLife Ukraine შეიძინა

PZU-მ უკრაინული სადაზღვევო გიგანტი MetLife Ukraine შეიძინა

BM.GE7 მაისი, 2026, 01:58|bm.ge

პოლონურმა სადაზღვევო ჯგუფმა PZU SA-მ ამერიკულ კორპორაცია MetLife Global Holding Company-სთან ხელშეკრულება გააფორმა და მისი უკრაინული დანაყოფის, MetLife Ukraine-ის აქციების 100%-იანი წილი შეიძინა.

ცნობისთვის, აღნიშნული კომპანია ქვეყნის სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის დაახლოებით 50%-ს აკონტროლებს.

როგორც ირკვევა, გარიგება მიზნად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლონური ჯგუფის პოზიციების გაძლიერებასა და ბიზნესის გაფართოებას ისახავს.

PZU-ს მიერ შეძენილი კომპანია 900,000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება და მომხმარებლებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ სადაზღვევო და სამედიცინო პროგრამებს შესთავაზა. პოლონური ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ნაბიჯი რეგიონული ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

ცნობისთვის, MetLife Ukraine-ი მაღალი მომგებიანობითა და მყარი ფინანსური მდგომარეობით გამოირჩევა. დასახელებული ფაქტორები მას ეკონომიკურად მიმზიდველ აქტივად აქცევს. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროექტი ქვეყანაში არსებულ საომარ რისკებსაც ითვალისწინებს. ინფორმაციისთვის, თავად პოლონური PZU უკრაინის ბაზარზე უკვე 30 წელზე მეტია მუშაობს, მისმა წმინდა მოგებამ კი 2025 წელს 326 მილიონ გრივნაზე ($7.9 მლნ.) მეტი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

BM.GE

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE