მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქანიე უესთის კონცერტზე ყველა, 70 000 ბილეთი გაყიდულია
ქანიე უესთის კონცერტზე ყველა, 70 000 ბილეთი გაყიდულია

ქანიე უესთის კონცერტზე ყველა, 70 000 ბილეთი გაყიდულია

BM.GE12 მაისი, 2026, 18:35|bm.ge

Starring Georgia-ს ინფორმაციით, ქანიე უესთის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 100% უკვე გაყიდულია. ბილეთები გაყიდვების დაწყებიდან ჯამში 8 საათში ამოიწურა.

"ორი დღის განმავლობაში, YE-ს შოუს 70 000 ბილეთის გასაყიდად დედამიწას სულ რაღაც 8 საათიანი ბრუნი დასჭირდა.კიდევ ერთი რეკორდი Starring Georgia-სთვის და კიდევ ერთხელ - მთავარ როლში საქართველო!შევხვდებით 12 ივნისს, დინამო არენაზე, საქართველოში პირველი 360 გრადუსიანი სცენის ირგვლივ" - წერს Starring Georgia.

მანამდე, 11 მაისს, თიბისი ბანკის ბარათების მფლობელებისთვის წინასწარი გაყიდვები გაიხსნა. YE-ს შოუს Pre Sale-ისთვის განკუთვნილი ბილეთები 5 საათსა და 30 წუთში გაიყიდა. თიბისის ბარათის მფლობელებისთვის 25%-იანი, განაწილებით ყიდვის შემთხვევაში კი 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებდა.

დინამო არენაზე 12 ივნისს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყებოდა და 1600 ლარს აღწევდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE