მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქარის ენერგია კავკასიის რეგიონში ნაკლებად განვითარებულ მიმართულებად რჩება - TBC Capital
ქარის ენერგია კავკასიის რეგიონში ნაკლებად განვითარებულ მიმართულებად რჩება - TBC Capital

ქარის ენერგია კავკასიის რეგიონში ნაკლებად განვითარებულ მიმართულებად რჩება - TBC Capital

BM.GE22 მაისი, 2026, 19:56|bm.ge

ქარის ენერგია კავკასიის რეგიონში ნაკლებად განვითარებულ მიმართულებად რჩება. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში "ქარის ენერგია კავკასიის რეგიონში".

კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის მდგომარეობით, კავკასიის რეგიონში განახლებადი ენერგიის ჰიდრო და მზის სადგურებია და ქარის ენერგია სამივე ქვეყანაში (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) კვლავ ნაკლებად განვითარებულ მიმართულებებად რჩება.

არადა კავკასია ძლიერი სახმელეთო ქარის დერეფნებით გამოირჩევა, რასაც დამატებით აძლიერებს კასპიის ზღვაში არსებული მნიშვნელოვანი ოფშორული პოტენციალი.

კვლევა საქართველოს ელექტროენერგიტიკულ მაჩვენებლებსაც მიმოიხილავს. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ 2025 წელს საქართველომ საკუთარი მოხმარებისთვის 4.4 ტერავატსაათი ელექტროენერგია თბოგენერაციითა და იმპორტით შეავსო. ვინაიდან ქვეყანას ზამთრის პერიოდში ტრადიციულად ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს (მდინარეების წყალმცირობის გამო ჰიდროსადგურები ნაკლებს გამომუშავებენ), ქარის პროექტები ამ დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

რაც შეეხება გლობალურ მაჩვენებლებს, კვლევის თანახმად, მსოფლიოში ქარის სადგურების დადგმული სიმძლავრის წილი ჯამურ განახლებად ენერგიაში 2000 წლის 2%-დან 2025 წლისთვის 25%-მდე გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ მოკლევადიან პერიოდში ქარის ენერგია დადგმული სიმძლავრით ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკასაც კი გადაასწრებს.

ამ მკვეთრი ზრდის ძირითადი მიზეზი ტექნოლოგიური პროგრესი და ხარჯების თანმიმდევრული შემცირებაა:

• ყველაზე დაბალი ფასი (LCOE): ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაყვანილი ღირებულება ყველაზე იაფია და 1 კვტ/სთ-ზე 3.4 აშშ ცენტს შეადგენს (შედარებისთვის: მზის ენერგია — 4.3 ცენტი, ჰიდრო — 5.7 ცენტი). • კაპიტალური ხარჯების კლება: ქარის სადგურის 1 მეგავატ (MW) სიმძლავრეზე კაპიტალური დანახარჯი 2010 წლის 2.3 მილიონი დოლარიდან 2024 წლისთვის მილიონ დოლარამდე შემცირდა. • ეფექტურობის ზრდა: ტურბინების საშუალო შეწონილმა ეფექტურობამ 34%-ს მიაღწია. ამასთან, ინდივიდუალური ტურბინის სიმძლავრე 2010 წლის 2 მეგავატიდან 2025 წლისთვის 7 მეგავატამდე გაიზარდა, რამაც პროექტების მასშტაბები გააფართოვა.

აღსანიშნავია ბაზარზე ჩინური გიგანტების დომინირებაც. 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 10 უმსხვილესი ტურბინების მწარმოებელი კომპანიიდან რვა ჩინურია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Barclays-ი 2026 წლისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზს - ბარელზე 100 დოლარს - ინარჩუნებს

Barclays-ი 2026 წლისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის პროგნოზს - ბარელზე 100 დოლარს - ინარჩუნებს

BM.GE

ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ JPMorgan უფრო მეტ AI-სპეციალისტს და ნაკლებ ბანკირს დაასაქმებს

ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ JPMorgan უფრო მეტ AI-სპეციალისტს და ნაკლებ ბანკირს დაასაქმებს

BM.GE

"ეს არის ყველაზე ნაკლოვანი მხარე" - რა (არ) მოსწონს აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში გელა ხანიშვილს|ინტერვიუ

"ეს არის ყველაზე ნაკლოვანი მხარე" - რა (არ) მოსწონს აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში გელა ხანიშვილს|ინტერვიუ

BM.GE

ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტიდან გადადგა

ტულსი გაბარდი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტიდან გადადგა

BM.GE