მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული ბრენდი "ბურგერ ლაიონსი" დანიაშიც გაიხსნება
ქართული ბრენდი "ბურგერ ლაიონსი" დანიაშიც გაიხსნება

ქართული ბრენდი "ბურგერ ლაიონსი" დანიაშიც გაიხსნება

BM.GE31 მაისი, 2026, 17:04|bm.ge

ქართული სწრაფი კვების ბრენდი "ბურგერ ლაიონსი", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი, აქტიურად მუშაობს საზღვრებს გარეთ ექსპანსიის მიმართულებით. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი პარტნიორის, ნიკა სამადაშვილის განცხადებით, პირველი უცხოური ფილიალის გახსნა დანიის სამეფოში იგეგმება, სადაც საორგანიზაციო და იურიდიული პროცედურები უკვე დაწყებულია.

როგორც ნიკა სამადაშვილმა BMG-ის "ბიზნესის კვირეულთან" ინტერვიუში განმარტა, ბრენდის საერთაშორისო მასშტაბზე გასვლის ამბიცია კომპანიას დაარსების პირველივე დღეებიდან ჰქონდა. მისი თქმით, უცხოურ ბაზარზე შესვლა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

"რამდენიმე თვის წინ დანიაში ვიყავით, სადაც ჩვენი სახელის რეგისტრაცია დავიწყეთ უკვე, რასაც სჭირდება დაახლოებით ერთი წელი. ვფიქრობ, პროცესს დაახლოებით წლიდან ორ წლამდე დასჭირდება, რომ პირველი ფილიალი გავხსნათ დანიაში. იქ კომუნიკაციები უფრო მეტი გვაქვს და თითქმის მიღწეულია ყველანაირი შეთანხმება, უკვე საბუთების კუთხით ვალაგებთ საქმეს. დანიიდან ვიწყებთ, კი, არც მეტი, არც ნაკლები", - აღნიშნავს ნიკა სამადაშვილი.

მისივე განმარტებით, დანია მხოლოდ საწყისი წერტილია და კომპანიის გრძელვადიანი ხედვა სხვა ქვეყნებში ეტაპობრივ გაფართოებასაც მოიცავს. დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ გლობალური ბრენდის შექმნას მყარი იდეური საფუძველი სჭირდება, რაც გუნდს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას აძლევს.

"ვერ განვითარდები, თუ თავიდანვე დიდი იდეები არ გაწუხებს თავში. პირველივე ნაბიჯებიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არა უბრალოდ ქსელური გავმხდარიყავით, არამედ გვეფიქრა იმაზე, რომ გავმხდარიყავით მსოფლიო ბრენდი. ქსელურობას მალე მივაღწიეთ. რაც უფრო მეტია სურვილი, მით უფრო მალე აღწევ მინიმუმს. ვფიქრობთ, რომ არსებულ მდგომარეობას ჯერჯერობით მინიმალურად მივიჩნევთ და მსოფლიო ბრენდი უნდა გავხდეთ. ეს დროის საკითხია, უკვე დაწყებულია სხვადასხვა ქვეყანაში მოლაპარაკებები და ვცდილობთ, რომ ოპტიმალური ვარიანტი შევარჩიოთ და კარგი გადასვლა გავაკეთოთ", - აცხადებს დამფუძნებელი.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი, არამედ ქართული წარმოშობის გრძელვადიანი, მდგრადი ბრენდის შექმნაა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაიმკვიდრებს სახელს.

"უამრავ ქვეყანაში შევალთ და ამის პირობა დავდეთ. ვფიქრობ, რომ უამრავ ქვეყანაში შევალთ და ჩვენს ქვეყანას დავუტოვებთ ბრენდს, რომლითაც იამაყებს. ეს არის ჩემი სულისკვეთება, ეს არის ჩემი ენერგია, რაც მამოძრავებს. არა უბრალოდ თანხები და მოგება, არამედ ის ემოცია და აღიარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება", - აცხადებს ნიკა სამადაშვილი.

ცნობისთვის, "ბურგერ ლაიონსი" დღეს თბილისის მასშტაბით 4 მოქმედ ფილიალს და 80-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის მეხუთე, ყველაზე მასშტაბური რესტორნის გახსნა კი ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე იგეგმება, რისთვისაც მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, რომლებზეც მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაა დამოკიდებული

ქვეყნები, რომლებზეც მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებაა დამოკიდებული

BM.GE

ევროკავშირი ადგილობრივ სტარტაპებს ჩიპების გაყიდვაში დაეხმარება

ევროკავშირი ადგილობრივ სტარტაპებს ჩიპების გაყიდვაში დაეხმარება

BM.GE

ტენდერებში ფასთა ინდექსაცია კარგია ინიციატივაა, მაგრამ პრაქტიკაში მისი შესრულება ურთულესი იქნება - ბადრი ნიაური

ტენდერებში ფასთა ინდექსაცია კარგია ინიციატივაა, მაგრამ პრაქტიკაში მისი შესრულება ურთულესი იქნება - ბადრი ნიაური

BM.GE

ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში თანხები არ ჩარიცხულა - რატომ ვერ იღებს საბჭო დაპირებულ მილიარდებს

ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში თანხები არ ჩარიცხულა - რატომ ვერ იღებს საბჭო დაპირებულ მილიარდებს

BM.GE