მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს
ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

ქართული ღვინო ბერლინში საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში წარადგინეს

BM.GE14 აგვისტო, 2026, 16:32|bm.ge

ბერლინში „Berliner Wine Trophy“-ის ფარგლებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება, კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია კონკურსზე მოწვეული ღვინის ჟურნალისტების, ჰორეკა სექტორის, სამეცნიერო წრეები წარმომადგენლებისა და ღვინის პროფესიონალებისთვის გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.

აღსანიშნავია, რომ წარდგენა არ ითვალისწინებდა კონკურსში მონაწილეობას.

"აღნიშნული წარდგენის შემდეგ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „Berliner Wine Trophy“-ის საერთაშორისო ჟიურის 130 წევრს უმასპინძლა ბერლინის ერთ-ერთ ქართულ რესტორანში.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და სააგენტოს ღონისძიებათა ორგანიზების მენეჯერი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მიზანი ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, უნიკალური მეღვინეობის ტრადიციებისა და ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების წარმოჩენა იყო პროფესიონალური აუდიტორიისთვის", - იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

Berliner Wine Trophy მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსია. იგი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებსა და დეგუსტატორებს, საერთაშორისო ჟიური შედგება ენოლოგების, სომელიეების, ღვინის და სპეციალისტებისა და ინდუსტრიის ექსპერტებისგან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად? - პირობები

რა საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად? - პირობები

BM.GE

კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

BM.GE

ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

BM.GE

GCCA-მ "ფუდ გალერი ჯორჯიას" მიერ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაადასტურა

GCCA-მ "ფუდ გალერი ჯორჯიას" მიერ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაადასტურა

BM.GE