მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

BM.GE10 ივლისი, 2026, 21:00|bm.ge

საქართველოში ხორბლის აღების პროცესი მიმდინარეობს და ქვეყანაში ქართული ხორბლის შესყიდვის 3 ძირითადი სქემით ხდება.

ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც გაერთიანება ქართული ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავების პრაქტიკების შესახებ ფერმერებს რეკომენდაციებს უწევს და წისქვილკომბინატების საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მნიშვნელოვნად თვლის, ნათლად განმარტოს ქართული ხორბლის შესყიდვის არსებული ძირითადი პრაქტიკა-ქვეყანაში არსებობს ქართული ხორბლის მიღება /ჩაბარების რამდენიმე ძირითადი სქემა:

• შესყიდვა წისქვილში მოტანილი ხორბლის პარტიის მიხედვით (ხორბალი მოაქვთ როგორც ფერმერებს ასევე რეგიონალურ შემკრებ საწყობებს) - უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციის წევრი კომპანიების წისქვილები შესყიდვებს, ძირითადად, წისქვილში მოტანილი მხოლოდ სასურსათო ხორბლის პირობით ახორციელებენ, როდესაც ფასი ურთიერთშეთანხმების პირობებით წისქვილში თანამედროვე ლაბორატორიის მიერ გაკეთებული ხორბლის ანალიზის და იმ პერიოდში არსებული საბაზრო ფასის შესაბამისად განისაზღვრება. • შესყიდვა რეგიონებში შემკრები ელევატორების /საწყობების მეშვეობით( ფერმერის მიერ მიტანილი ხორბალი ) - ფერმერების მიერ შემკრებ საწყობებში მიტანილი ხორბალი საშუალო შეწონილი ფასად ხორბლის გასაშუალოებული ხარისხის ანალიზის საფუძველზე მიიღება. მიღებული ხორბლის პარტიების განცალკევება და და დაკალიბრება სასურსათო და საფურაჟე ხორბლის პარტიებად ხდება. შესაბამისად, შემდგომ ხდება მათი ცალკე წისქვილებში სასურსათო ხორბლის და ცალკე მეფრინველეობაში საფურაჟე ხორბლად შესაბამის ფასად ჩაბარება; • შესყიდვა რეგიონალური საწყობების და მესამე პირების მიერ ყანიდან ( ე. წ. კომბაინიდან )- შესყიდვა ხორციელდება ადგილზე ფერმერთან ფასზე ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე და ტრანსპოსპორტირება ხდება რეგიონალური საწყობების და კერძო პირების მიერ , დასაწყობების და შემდგომ მომავალში მისი რეალიზაციის მიზნით. ყველა აღნიშნული შესყიდვა /ჩაბარებები ხორციელდება იმ პერიოდში ბაზარზე არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, ტრადიციულად სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ხორბლის აღება-ჩაბარების შტაბი, რომლის შემადგენლობაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არიან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის(მეხორბლეების ), ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის(წისქვილები) და პურის მრეწველთა კავშირის (პურის მწარმოებლები) წარმომადგენლები. შესაბამისად, ხორციელდება ფერმერების და წისქვილკომბინეტების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით როგორც ხარისხის ასევე ფასის კუთხით, აგრეთვე მიმდინარეობს პირდაპირი მონიტორინგი ბაზარზე ფქვილის და პურის არსებული ფასთან დაკავშირებით. ბაზარზე რაიმე სახის , პრობლემის ან გამოწვევების შემთხვევაში ბაზრის მონაწილეებმა უნდა მიმართონ შესაბამისი დარგის ასოციაციებს - ფერმერებმა შეუძლია მიმართონ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციას, წისქვილებს - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას, მეპურეებს - პურის მრეწველთა კავშირს, რომლებიც აღნიშნულ საკითხს დასვამენ შტაბის სხდომაზე, პრობლემის გადაწყვეტის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წარმატებულ წელს უსურვებს ფერმერებს და წისქვილებსა და ფერმერებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის კიდევ უფრო ეფექტურობის მიზნით აქვეყნებს ასოციაციის წევრი და არაწევრი კომპანიების სიას და საკონტაქტო ტელეფონებს, სიას და საკონტაქტო ინფორმაციებს :

ბევრილი ჯგუფი თბილისი - 595180044

ჯეომილი თბილისი - 577 96 77 77

გლობალმილინგი თბილისი - 598 24 44 42

ბარაქა თბილისი - 579 77 77 10;

პროგრესი რუსთავი - 599 55 47 32;

აგროსისტემები მარნეული - 577 47 81 81;

სამეფო მარცვალი თბილისი - 579 22 03 22;

გვრიტა თბილისი - 599 50 56 52;

ჯეო გრეინი მარნეული - 599 00 02 22;

დედოფლისწყაროს ელევატორი - 595 18 00 44;

ცერერა ზუგდიდი - 599 14 80 55;

გურია ექსპრესი ოზურგეთი - 599 55 09 21;

ბარაქა 2005 -ბათუმი - 577 41 24 30;577 17 83 00;

კარმენი გორი - 599 14 24 99;

ქართული მარცვალი გორი - 511 53 75 53;

წნორის წისქვილი - 599 90 83 91;

ოქროს თავთავი წნორი 591 33 63 70;

შპს წნორი - 597 98 28 98;

თაველი ხაშური - 592 01 01 11;

ზესტაფონი - 557 30 10 30;

ბეღელი სენაკი - 579 77 77 10;

ლიდერი ქუთაისი - 592 96 03 96

იმპერიალი -ბათუმი - 577 27 11 11;

რეხი ბათუმი - 599 586 444;

სამსუნი ბათუმი 593 63 70 50; 555 33 01 04

ორცვა ბათუმი - 599 52 08 99;

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

5 თვეში საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 784 ათას ლიტრამდე გაიზარდა

5 თვეში საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 784 ათას ლიტრამდე გაიზარდა

BM.GE

ანაკლიამდე მისასვლელი გზა ₾327 მლნ ჯდება, მაგრამ მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა - რკინიგზის ფული ბიუჯეტშიც არ ჩანს

ანაკლიამდე მისასვლელი გზა ₾327 მლნ ჯდება, მაგრამ მშენებლობა ჯერ არც დაწყებულა - რკინიგზის ფული ბიუჯეტშიც არ ჩანს

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA

BM.GE