ორიგინალი
„ქართული ოცნება“ წაგებულ თამაშში ქულების დაწერას ცდილობს - ხიშტოვანი სებ-ის კანონში ცვლილებებზე
BM.GE·20:41

„ქართული ოცნება“ წაგებულ თამაშში ქულების დაწერას ცდილობს - ხიშტოვანი სებ-ის კანონში ცვლილებებზე

13 ოქტომბერი, 2026 · 20:41

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პერიოდში პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს მმართველობასთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სებ-ის შერყეული რეპუტაციის გამოსწორების მცდელობაა.

მისივე თქმით, ამ პერიოდში სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, “ქართული ოცნება” გარკვეულწილად ცდილობს, სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოზიტიური ამბით გადაფაროს.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მართალია, საბჭოს წევრობის კანდიდატთა გამკაცრებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები უკვე არსებულ წევრებზე არ გავრცელდება, თუმცა მისი შეფასებით, ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ ცდილობს, სამომავლოდ მაინც იყოს სებ-ის მმართველობითი საბჭოს მოწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი.

მისივე თქმით, ასევე დადებითად შეიძლება შეფასდეს რიგი ცვლილებები, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში კოლეგიურობის პრინციპის გაძლიერება.

“კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები, რა თქმა უნდა, ეხება ამ ერთი წევრის, ნანა ყეინიშვილის შემთხვევას, თუ ამოიღებთ არქივებს, ყველა ნახავთ, რომ თავის დროზეც იყო ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები კონკრეტულად ამ კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა სხვა კანდიდატებთან დაკავშირებითაც და წევრებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, გვახსოვს სავალუტო ფონდის შესაბამისი კრიტიკული კომენტარებიც და, როგორც ჩანს, მართლა აუცილებელია მოხდეს საშინელება, რეპუტაციული ზიანი, რაც თავს დაატყდა ეროვნულ ბანკს და, სავარაუდოდ, ამას გაგრძელება ექნება, რომ პარლამენტი გონს მოეგოს და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც შეეფერება ნორმალურ, პასუხისმგებლიან სახელმწიფოს და სახელმწიფო ორგანოს.

რა თქმა უნდა, არ აღიარებს დღეს „ქართული ოცნების“ პარლამენტი და პარლამენტის წევრები, რომ ეს არის წინა, ჩემი აზრით, კატასტროფული შეცდომების გამოსწორების მცდელობა. ვინ აირჩია ნანა ყეინიშვილი? ის აირჩია საქართველოს პარლამენტმა და უშუალოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება მათთვის ამ შეცდომის აღიარება და IMF-ის რეკომენდაციებზე ხდება აპელირება. მაგრამ ეს უნდა კარგად გვესმოდეს და უნდა ზუსტად ვიცოდეთ, რომ ეს რეკომენდაციები იმიტომ გაგვიწია სავალუტო ფონდმა, როგორც მეგობარმა ეროვნული ბანკის და საქართველოს სახელმწიფოსი, რომ ასეთი შემთხვევები აღარ გამეორებულიყო.

როდესაც ვლაპარაკობთ ეროვნულ ბანკზე და საქართველოს პარლამენტზე, გვიტივტივდება ეს სკანდალი, კატასტროფული სკანდალი, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრი როგორც ამ ეტაპზე ვიცით, [კომპანიისთვის] თანხის და წილების გამოძალვას ცდილობდა. ეს კატასტროფული მოცემულობაა. რა თქმა უნდა, ამ წაგებულ თამაშში ცდილობს „ქართული ოცნება“ ქულების დაწერას, რომ რაღაცნაირად აქცენტი გაკეთდეს პოზიტიურ ცვლილებებზე.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა პარლამენტს, რომელიც აქამდე, ამ ნაწილში, აბსოლუტურად აიგნორებდა ამ რეკომენდაციებს და იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს.

მეორე საკითხი, ეს არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის თემა და აქაც ჩვენ ვხედავთ გამოწვევას, რომელიც, როგორც ჩანს, შეამჩნია სავალუტო ფონდმაც, რომ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა პრეზიდენტი და ამის შედეგი შეიძლება იყო ის, რომ, ერთი მხრივ, კომპეტენტური დასკვნების იგნორირება და შეფასებების იგნორირება ხდებოდა ერთი პირის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც სწორად მესახება, რომ კოლეგიალური იყოს უფრო კომიტეტი და გადაწყვეტილების მიღების დროს ერთი ადამიანის მოსაზრება არ იყოს გადამწყვეტი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის გატარებისას. ამიტომაც ეს გადაწყვეტილებაც სწორია და მართლა შეიძლება, ისე ვიტყვი რა, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი კატასტროფული სკანდალები საჭიროა იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად სწორ პოლიტიკამდე მივიდეს სახელმწიფო და ეროვნული ბანკის დაემსგავსოს სოლიდურ საერთაშორისო სტანდარტს”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებით საბჭოს წევრობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები მკაცრდება, კერძოდ, საბჭოს წევრს მოეთხოვება შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებით კონკრეტდება, ვის ეკისრება პრეზიდენტის მოვალეობა, თუკი ამ მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვერ ასრულებს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტში კოლეგიურობის პრინციპის გაძლიერებასაც და გადამწყვეტი მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა აღარ იქნება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ქართული ოცნება“ წაგებულ თამაშში ქულების დაწერას ცდილობს - ხიშტოვანი სებ-ის კანონში ცვლილებებზე

თემა: ოცნების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • რუსთავი 2·01:01
    "ქართული ოცნების" განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ფაილებმა ​დაადასტურა - დოკუმენტებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას
  • რადიო თავისუფლება·23:39
    როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია
  • პალიტრა ნიუსი·22:18
    ცოტნე კობერიძე - არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული - თუ განსხვავებულ რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს
  • ინტერპრესნიუსი·21:55
    გია ხუხაშვილი - გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს, ასევე იქცევიან რუსეთთანაც - ეს არის „ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·07:30

28 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

28 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
BM.GE·01:00

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი
BM.GE·00:47

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
BM.GE·00:31

ვლადიმირ პუტინმა არქტიკის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

ვლადიმირ პუტინმა არქტიკის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.