ორიგინალი
ცოტნე კობერიძე - არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული - თუ განსხვავებულ რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს
პალიტრა ნიუსი·22:18

ცოტნე კობერიძე - არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული - თუ განსხვავებულ რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს

27 ნოემბერი, 2026 · 22:18

ამბობენ, რომ ბრძოლის სხვა ხერხია უკვე მოსაფიქრებელი. ჩვენ უკვე წლებია, ამაზე ვსაუბრობთ და თუ განსხვავებული ტიპის რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება რიგითი აქცია, რომელზეც არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და არც ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება.

“მე არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის მერეც ან “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული ან რაღაც შეიცვლება. ეგ განცდა არ მაქვს. 26 მაისი აქცია კიდევ შედარებით გასაგები იყო, გარდა დამოუკიდებლობის დღისა, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კონკრეტული კამპანია იყო, რომელიც 26 მაისს გვირგვინდებოდა. ახლა ასეთი განცდა არ მაქვს, წინა წელს როგორიც იყო, ისეთი იქნება. განსაკუთრებული მოლოდინი არ გამაჩნია, რომ ვინმე რამეს გადახედავს და ა.შ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს რაღაც ტიპის აქციები, რომლის დროსაც ხდება კონფლიქტი და ამ კონფლიქტის განმავლობაში დაპირისპირება არსებობს სისტემასა და მოქალაქეებს შორის, ეს გაცილებით მაღალი ტემპერამენტის არის ხოლმე და ძირითადად, ბუნებრივად ხდება. ასევე ვნახეთ “იქ პეპლები არ დაგხვდებათ, იქ იქნება სულ სხვანაირი რამ”, ასეთი ტიპის დაპირებები ისმოდა 4 ოქტომბრის აქციის წინ, რომელიც სხვა ტიპის აქცია იყო, “ქართული ოცნების” რეაგირებაც განსხვავებული იყო და იმ ხალხის განცდაც, ვინც იქ მიდიოდა. ხვალინდელ დღეზე ასეთი განცდა არ არის.

ბევრნაირი აზრი არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ბრძოლის სხვა ხერხია უკვე მოსაფიქრებელი იმიტომ, რომ აქციის მთელი “მუღამი” არის ის, რომ რაღაც კონკრეტული სათქმელი ბევრს გააგებინო. ჩვენ უკვე წლებია, ამაზე ვსაუბრობთ და თუ განსხვავებული ტიპის რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ხვალინდელი დღე მხოლოდ რიცხვთან ასოცირდება, რომ იმ დღეს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად გაწყვიტა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა და იმ დღიდანვე არის ეს პრობლემა და ზეგაც პრობლემა იქნება”, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: palitranews.ge
  1. მთავარი
  2. პალიტრა ნიუსი
  3. ცოტნე კობერიძე - არ მგონია, ხვალინდელ აქციაზე რაიმე განსაკუთრებული მოხდეს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” დამოკიდებულებები გახდება განსხვავებული - თუ განსხვავებულ რეაგირებას ველოდებით, განსხვავებული ტიპის ქმედებებიც უნდა არსებობდეს

თემა: ოცნების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • რუსთავი 2·00:31
    "ქართული ოცნების" განცხადებები ე.წ. მდიდარი ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით USAID-ის ფაილებმა ​დაადასტურა - დოკუმენტებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას
  • რადიო თავისუფლება·23:39
    როგორ გახდა “იანდექსის” გადახდების ბიზნესის მფლობელი “ოცნების” დეპუტატთან დაკავშირებული კომპანია
  • ინტერპრესნიუსი·21:55
    გია ხუხაშვილი - გერმანული გუნდის თამაშზე იგივე რომ მომხდარიყო, თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, თურქეთს კი წაუყრუეს, ასევე იქცევიან რუსეთთანაც - ეს არის „ოცნების“ მხდალი და უღირსი პოლიტიკა
  • იმედი·18:25
    ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. ამის გამო სურდათ მათ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.