მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე
ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე

ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმება, დიდი კანონპროექტის ნაწილია - პაატა კვიჟინაძე

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 15:22|bm.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას ეხება, დიდი კანონპროექტის ნაწილია, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განხილვისას განაცხადა.

აღსანიშნია, რომ დეპუტატებმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები 4 წუთში განიხილეს და კითხვების გარეშე დაუჭირეს მხარი.

პაატა კვიჟინაძემ განმარტა, რომ ამ ნაწილის ამოღება და დაჩქარებით მოსმენა იმიტომ გახდა საჭირო, რომ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს წელს ქონების გადასახადი აღარ გადაეხადათ.

„ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, ჩვენ ეს ამოვიღეთ დიდი კანონპროექტიდან, რომელიც მზადდება, რომ მოსახლეობას წელსვე შეხებოდა, რომ წელსვე არ დაბეგრილიყო. ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ამ კანონპროექტს, ცოტა გაიწელა, მაგრამ გასაგებია იმიტომ, რომ ეს ეხება ყველა ადამიანს პრაქტიკულად ზოგი განთავისუფლებული იქნება, ზოგი გადაიხდის ქონების გადასახადს. ამიტომ ეს ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლებიც თვითონ პიროვნებას ვიღაცა შეიძლება ძალიან არ დაიტვირთოს ან არ გათავისუფლდეს და ასე შემდეგ.

ყოველ შემთხვევაში ეს კანონიც ფინანსთა სამინისტროდან წამოგვეწევა, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი იყო, რომ აი, ნოემბერში არ გადაეხადა ხალხს ეს გადასახადი“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში მომზადებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს დააინიცირეს. ამ ცვლილებით 40 000 - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი წესით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე განისაზღვრება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში მოქმედი განაკვეთი 0.8%-დან 1%-მდეა.

ცვლილების შემდეგ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ გადასახადს აღარ გადაიხდიან. ამ კატეგორიისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულება, 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ჯამურად 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი აღარ შევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გიორგი აგლაძე: სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილმა ინოვაციამ მომხმარებელს 342.8 მლნ ლარის სარგებელი მოუტანარუსთავი 2
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • უზენაესმა სასამართლომ „ჩირინას“ „ყვარლის ბაგასთვის“ 1,6 მილიონი ლარის გადახდა დააკისრაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

Lion Trans - პროფესიონალი პარტნიორი პროფესიონალი ავტოდილერისთვის

Lion Trans - პროფესიონალი პარტნიორი პროფესიონალი ავტოდილერისთვის

BM.GE

უძრავი ქონება და საინვესტიციო შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

უძრავი ქონება და საინვესტიციო შესაძლებლობები საზღვრების გარეშე

BM.GE

"ლარის კურსი დოლართან არ არის ₾2.1, რადგან სებ-მა ასე გადაწყვიტა" - კითხვები ეროვნულ ბანკთან|ინტერვიუ

"ლარის კურსი დოლართან არ არის ₾2.1, რადგან სებ-მა ასე გადაწყვიტა" - კითხვები ეროვნულ ბანკთან|ინტერვიუ

BM.GE

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ საპატიმრო დატოვა

BM.GE