მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქონების გადასახადის რეფორმით ყველაზე მეტი თანხა თბილისის ბიუჯეტს მოაკლდება - პროგნოზი
ქონების გადასახადის რეფორმით ყველაზე მეტი თანხა თბილისის ბიუჯეტს მოაკლდება - პროგნოზი

ქონების გადასახადის რეფორმით ყველაზე მეტი თანხა თბილისის ბიუჯეტს მოაკლდება - პროგნოზი

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 20:45|bm.ge

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვრის ₾40 000-დან 100 000 ლარამდე გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ჯამურად 22.3 მილიონი ლარის შემოსავალი აღარ შევა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი მოდელირების მიხედვით, ყველაზე დიდი ფინანსური გავლენა თბილისის მუნიციპალიტეტზე მოდის, რომლის ბიუჯეტშიც ქონების გადასახადიდან დაახლოებით 16.1 მილიონი ლარით შემცირებაა მოსალოდნელი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წელს მუნიციპალიტეტებისთვის დანაკლისს სახელმწიფო ბიუჯეტი აანაზღაურებს, შემდგომ წლებში კი ის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში იქნება გათვალისწინებული.

"აღნიშნული ხარჯი (კომპენსირება) 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შეადგენს 22,3 მილიონ ლარს, ხოლო შემდგომი სამი წლისათვის დანაკარგი გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება პარლამენტში დღეს, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დააინიცირეს. კანონპროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება. მოქმედი წესით, 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადს არ იხდიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში გადასახადის განაკვეთი დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდეა. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის მოქმედი განაკვეთი 0.08%-დან 1%-მდე განისაზღვრება.

კანონპროექტის ახალი მოდელით, 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის ქონების გადასახადის ვალდებულება გაუქმდება. ამასთან, 100 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადი შენარჩუნდება, თუმცა მათთვის კანონპროექტი დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე განაკვეთს ითვალისწინებს.

2025 წელს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, მიწის გარდა ქონების გადასახადის სახით ფიზიკურ პირებზე ჯამურად 86.3 მილიონი ლარი იყო დარიცხული. აქედან 22.3 მილიონი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე მოდიოდა, ხოლო 64 მილიონი ლარი - 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ყველაზე დიდი დანაკარგი თბილისშია: 2025 წლის მონაცემებით, დედაქალაქში ფიზიკურ პირებზე მიწის გარდა ქონების გადასახადის სახით 65.49 მილიონი ლარი იყო დარიცხული. აქედან 16.09 მილიონი ლარი მოდიოდა 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში სწორედ ეს თანხა აღარ შევა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე დარიცხული დაახლოებით 49.4 მილიონი ლარი შენარჩუნდება.

ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქმედი წესით დარიცხული ქონების გადასახადი 8.48 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 2.45 მილიონი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე მოდიოდა. ამ კატეგორიის გათავისუფლების შედეგად ბათუმის ბიუჯეტის პოტენციური დანაკარგი 2.45 მილიონი ლარია.

ქუთაისში 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით 1.4 მილიონი ლარის ქონების გადასახადი იყო დარიცხული, მათ შორის 571.6 ათასი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე. შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტში პოტენციური დანაკარგი დაახლოებით 572 ათასი ლარია.

მუნიციპალიტეტი რეფორმამდე მოქმედი წესით დარიცხული 40-100 ათასი ლარის შემოსავლის მქონე პირებზე დარიცხული მხოლოდ 100 ათასი ლარს ზემოთ შემოსავლის პირებზე დარიცხული თბილისი 65.49 მლნ ლარი 16.09 მლნ ლარი 49.40 მლნ ლარი ბათუმი 8.48 მლნ ლარი 2.45 მლნ ლარი 6.03 მლნ ლარი ქუთაისი 1.40 მლნ ლარი 571.6 ათასი ლარი 826.0 ათასი ლარი მცხეთა 1.62 მლნ ლარი 137.2 ათასი ლარი 1.48 მლნ ლარი რუსთავი 1.10 მლნ ლარი 514.2 ათასი ლარი 586.3 ათასი ლარი ბორჯომი 1.24 მლნ ლარი 270.7 ათასი ლარი 973.4 ათასი ლარი ქობულეთი 615.9 ათასი ლარი 165.5 ათასი ლარი 450.4 ათასი ლარი გორი 444.4 ათასი ლარი 200.0 ათასი ლარი 244.4 ათასი ლარი თელავი 414.6 ათასი ლარი 150.3 ათასი ლარი 264.3 ათასი ლარი ფოთი 347.4 ათასი ლარი 164.4 ათასი ლარი 183.1 ათასი ლარი

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება მიმდინარე წლის ქონების გადასახადის დეკლარაციებზეც გავრცელდება. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირებს 2025 წლის მონაცემებით დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება 2026 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო გადასახადის გადახდის ვადა 15 ნოემბრამდე აქვთ. სწორედ ამიტომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებაა გათვალისწინებული.

კანონპროექტის ავტორები არიან: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ნინო წილოსანი, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზურაბ რურუა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავესფორმულა
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენსრუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE