მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქონების გადასახადის ზღვარი მინიმუმ ₾100,000 უნდა გახდეს - გიორგი შარაშიძე
ქონების გადასახადის ზღვარი მინიმუმ ₾100,000 უნდა გახდეს - გიორგი შარაშიძე

ქონების გადასახადის ზღვარი მინიმუმ ₾100,000 უნდა გახდეს - გიორგი შარაშიძე

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 17:06|bm.ge

"ქონების გადასახადის ზღვარი როგორც მინიმუმ, 100 000 ლარი უნდა გახდეს", - განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ხელისუფლების მიერ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაზრდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის და ქონების ფასების ცვლილების გათვალისწინებით არაერთი წლის წინ იყო მისაღები, რადგან 40,000-ლარიანი ზღვარი დღეს არალოგიკურად დაბალია. ამასთან, შარაშიძის თქმით, ეს არ არის ერთადერთი ცვლილება, რომლის გატარებაც აუცილებელია, რადგან მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" ქართულ ოცნებას სთავაზობს მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს სოციალური ვითარების გაუმჯობესებისთვის, მათ შორის უმუშევრობის დაზღვევის და მცირე მეწარმეებისთვის დღგ-ის ზღვრის აწევის შესახებ.

"40 000 ლარი იმ დროს, როდესაც ეს ზღვარი შემოვიდა, იყო ადეკვატური, მაგრამ დღეს ეს ზღვარი, რა თქმა უნდა, არც დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით, არც უძრავი ქონების ფასების ზრდის და არც სხვა ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ვერანაირ კრიტერიუმს ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ, როგორც მინიმუმ, 100 000 ლარი უნდა გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდის პოზიციამ მკაფიოდ გააცნო საზოგადოებას, რომ ჩვენთვის ეს პაკეტი - და ეს არ არის მხოლოდ ერთი კანონპროექტი, მხოლოდ ქონების გადასახადის, ასე ვთქვათ, ცვლილება - ეს ვერ ვერ გადაჭრის და ვერ გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას. ეს უნდა იყოს პაკეტი, ჩვენ ასეთი ხედვა გვაქვს, ასე ვუყურებთ კომპლექსურად საკითხს და ეს მთელი რიგი ინიციატივები, რაც ჩამოვთვალე, ამას წარმოვადგენთ უახლოეს პერიოდში.

ასევე ვმუშაობთ დღგ-ს ზღვარის აწევაზე, რაც არის ძალიან ბევრი მცირე მეწარმისთვის და საშუალო კომპანიისთვის უდიდესი პრობლემა, რომ ეს ზღვარი გაიზარდოს 100 000 ლარიდან. ასევე ვმუშაობთ თემაზე, რაც ეხება უმუშევრობის დაზღვევას, რომ ადამიანი, რომელიც სამსახურს დაკარგავს, ის მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ უნდა იყოს მიტოვებული პირველ რიგში სახელმწიფოსგან და მას უნდა ჰქონდეს გარკვეული გარანტიები, როგორიცაა თუნდაც საკუთარი ხელფასის მინიმუმ 70-80% ექვსი თვის განმავლობაში, რომ მან, სანამ ახალ სამსახურს იპოვის და მოძებნის, შეძლოს საკუთარი თავის გამოკვება და საკუთარი ოჯახის გადარჩენა. ასევე საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შეღავათებზე სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ ქონების გადასახადი, არამედ ეს არის მთელი პაკეტი, სრული ასე ვთქვათ, ვრცელი პაკეტი იმ საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომელიც სხვათა შორის, აი როდესაც „ოცნება“ საკუთარი პროპაგანდით ეკონომიკურ ზრდაზე გველაპარაკება, რომლის დამტკიცების და მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ხალხი აი ამ ეკონომიკურ ზრდას, რაც ჯერჯერობით მხოლოდ მშრალი ციფრებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და არანაირად მათ კეთილდღეობაზე არ აისახება, იგრძნობს პირდაპირ კავშირში. ასე რომ, ჩვენთვის აი ეს ხაზი რაც არის და მიმართულება და პრიორიტეტი, რაც გადის ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების გადაჭრასთან და გაუმჯობესებასთან, ამ სესიის განმავლობაშიც დარჩება დღის წესრიგში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება საშემოსავლო გადასახადის კანონის ცვლილება, რაც 40,000 ლარის ზღვარის გაზრდას მოიცავს. თუმცა, ჯერჯერობით ახალი ზღვარი არ დასახელებულა. პარლამენტმა ის პირველ ნოემბრამდე უნდა განსაზღვროს, რადგან დეკლარაციის შევსების ვადა სწორედ პირველ ნოემბერს იწურება.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

• ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი; • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი; • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი. • ჯამი - 120,783,740 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

G20-ის მინისტერიალს, აშშ-ის მოწვევით, რუსეთის ფინანსთა მინისტრიც ესწრება

G20-ის მინისტერიალს, აშშ-ის მოწვევით, რუსეთის ფინანსთა მინისტრიც ესწრება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 939-მდე გაიზარდა

BM.GE

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

დღეიდან, გზებზე ტრანსპორტის ხმაური პორტატული მოწყობილობით შემოწმდება|დასაშვები ნორმა და ჯარიმები

BM.GE