მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ქონების სააგენტო სისტემის ერთიანი ხელწერის ერთი რიგითი გამტარებელია"| ნიკოლოზ ალავიძე
"ქონების სააგენტო სისტემის ერთიანი ხელწერის ერთი რიგითი გამტარებელია"| ნიკოლოზ ალავიძე

"ქონების სააგენტო სისტემის ერთიანი ხელწერის ერთი რიგითი გამტარებელია"| ნიკოლოზ ალავიძე

BM.GE17 მაისი, 2026, 10:00|bm.ge

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სისტემის ერთიანი ხელწერის ერთი რიგითი გამტარებელია, რომელიც მაქსიმალურად ჩაიკეტა“, - ასე აღწერა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ უწყების საქმიანობის სტილი.

ვაკანსიები, მილოცვები, სამძიმარი|როგორ იყენებს ციფრულ არხებს სახელმწიფო ქონების სააგენტო პრივატიზაციისთვის?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მედიასთან ღიაობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა 2025 წლის მეორე ნახევრიდან უწყებამ საკუთარი ციფრული არხების გამოყენებაც კი შეწყვიტა. სააგენტო პრივატიზაციის გეგმების შესრულებით თავს იწონებს, თუმცა გასხვისებული აქტივების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს აცხადებს. მიმდინარე წელს BMG-მ უწყებიდან, რომელსაც 2024 წლის ზაფხულიდან ირაკლი შენგელია ხელმძღვანელობს, საჯარო ინფორმაცია ორჯერ გამოითხოვა, თუმცა პასუხები არ მიუღია.

ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით, ეს ჩაკეტილობა არა ერთი კონკრეტული სსიპის, არამედ მთლიანი მმართველობითი სისტემის პრობლემაა.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შემთხვევა, რომელიც კანონს არღვევს. ეს არის სისტემის ნაწილი, რომელიც მაქსიმალურად ჩაიკეტა, უფრო „ჯმუხი“ გახდა და ერთიანი სახელისუფლებო ხელწერის რიგით გამტარებლად იქცა. აქ უკვე აღარაფერს ნიშნავს ადამიანების აკადემიური თუ პროფესიული გამოცდილება - რაც დრო გადის, სისტემა თავად ახდენს მათ „სტერილიზაციას“. ჩვენ ვხედავთ ერთგვარ „სისტემურ თარგს“: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის ცვლილებისას გაჟღერდა დაპირება სრულ საჯაროობაზე, რეალობა უცვლელი დარჩა. სააგენტო დღეს მხოლოდ სტატისტიკური ციფრებითა და ფერადი პრეზენტაციებით იწონებს თავს, თუმცა საზოგადოებამ არ იცის მთავარი - რა კონკრეტული ქონება გაიყიდა. 2021 წლიდან დღემდე, პრივატიზაციით თითქმის მილიარდამდე ლარის მობილიზება მოხდა, მაგრამ სახელმწიფო ქონება სასრული რესურსია, ის ხეზე არ ისხამს“, - თქვა მან.

ნიკოლოზ ალავიძის განმარტებით, საინვესტიციო გარემოს ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ გაუმჭვირვალობა და ე.წ. "კრონიზმი" უქმნის, რაზედაც საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიცია ერთსულოვანია.

"თუ ჩემი შეფასება სუბიექტურად მოგეჩვენებათ, გადავხედოთ ავტორიტეტული ორგანიზაციების - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, OECD-ის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებს. მათი შეფასებები თანხვედრაშია: საქართველოს მთავარი გამოწვევა სისტემური ინტერესთა კონფლიქტია.

ამას ბრიტანეთში "კრონიზმს" უწოდებენ - კორუფციის ფორმა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება ვიწრო, კერძო ინტერესების ჯგუფების დასაკმაყოფილებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული გაუმჭვირვალობაზე, რაც ინსტიტუციურ ინვესტორებს ქვეყნით დაინტერესების სურვილს უკარგავს... რეალობა ჯორჯ ორუელის „ცხოველთა ფერმის“ ფინალს ემსგავსება: ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები. მთლიანობაში, საქმე გვაქვს „კაკისტოკრატიასთან“ - მმართველობასთან, რომელიც ექსკლუზიურად უმცირესობას ემსახურება“. [კაკისტოკრატია ბერძნული სიტყვაა: κάκιστος — უარესი და κράτος — მმართველობა]

სააგენტოს ჩაკეტილობის განხილვისას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა არა - კადრების არაკომპეტენტურობაში, არამედ ზემდგომ პოლიტიკურ ნებაშია. ამ კონტექსტში მან ქონების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიაც ახსენა:

„პირადად ვიცნობ ირაკლის და მის მიმართ, როგორც ადამიანურად, ისე პროფესიულად, მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ვიცი, რომ მაღალი დონის პროფესიონალია, თუმცა პრობლემა სწორედ აქ არის - ირაკლიც ამ სისტემის ნაწილია. სააგენტოს ასეთი ჩაკეტვა არ არის დასაქმებული ადამიანების პირადი სურვილი. ეს ყველაფერი ცენტრალიზებულად იმართება, პროცესს „ზემოდან“ ადევს თათი. სისტემა ბუნებრივად ზღუდავს ინდივიდებს. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ კონკრეტულ პირებზე ფოკუსირება, რადგან მთავარია სისტემას დავაკვირდეთ, თუმცა იქ მყოფ ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს უწყებებს უფასოდ ₾5.5 მილიონის მოძრავი სახელმწიფო ქონება გადაეცათ - რამდენი გაიყიდა აუქციონებზე?

2025 წელს უწყებებს უფასოდ ₾5.5 მილიონის მოძრავი სახელმწიფო ქონება გადაეცათ - რამდენი გაიყიდა აუქციონებზე?

BM.GE

"სანქციებთან დაკავშირებით, მგონი, უკვე კარგად დაინახა ბევრმა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მანიპულაციურია" - ცოტნე ივანიშვილი

"სანქციებთან დაკავშირებით, მგონი, უკვე კარგად დაინახა ბევრმა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მანიპულაციურია" - ცოტნე ივანიშვილი

BM.GE

აგროსექტორში საგადასახადო შეღავათების გადახედვას სიღრმისეული კვლევა სჭირდება - ფერმერთა ასოციაცია

აგროსექტორში საგადასახადო შეღავათების გადახედვას სიღრმისეული კვლევა სჭირდება - ფერმერთა ასოციაცია

BM.GE

SpaceX-ი გლობალური კოსმოდრომების ქსელის მშენებლობისთვის ემზადება

SpaceX-ი გლობალური კოსმოდრომების ქსელის მშენებლობისთვის ემზადება

BM.GE