მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდეთ - შალვა პაპუაშვილი
ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდეთ - შალვა პაპუაშვილი

ქსელებს შორის კონკურენცია იქნება, რომ ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდეთ - შალვა პაპუაშვილი

BM.GE14 მაისი, 2026, 13:00|bm.ge

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსხვილ სავაჭრო ქსელებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ბაზარზე გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების კუთხით კონკურენცია დაიწყება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საუბარია პროდუქტების კონკრეტულ ნუსხაზე, რომელზეც დაბალი ფასი არა დროებითი აქციების ფარგლებში, არამედ მუდმივ რეჟიმში შენარჩუნდება.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პროცესში ყველა მსხვილი ქსელური მარკეტია ჩართული, რაც ბაზრის უდიდეს ნაწილს მოიცავს. მისივე თქმით, მომხმარებელს ექნება გარანტია, რომ შერჩეულ კატეგორიებზე ფასები სტაბილურად დაბალი იქნება.

„ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის, საერთო ჯამში, პროდუქტებით ვაჭრობის უმეტესი ნაწილი, თქვა, რომ გამოყვეს კონკრეტული პროდუქტების სია, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში. ეს იქნება არა აქციის სახის, რომელიც ვთქვათ, კვირაში ერთხელ ყოფილიყო და მეორე დღეს არა, არამედ კონკრეტული ჩამონათვალი პროდუქტებისა, რომელზეც მუდმივად, ყოველ დღეს, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა, იმ პროდუქტზე იქნება ყველაზე დაბალი ფასი, რომელიმე მწარმოებლისა. ასე რომ აქაც, კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ქსელების მხრიდან ფასების პოლიტიკა გრძელვადიან სტაბილურობაზე იქნება ორიენტირებული.

ცნობისთვის, რითეილ ასოციაციის განცხადებით, ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ დარგობრივი გაერთიანების წევრებმა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა რაც დაიწყეს, თუმცა თითოეული ქსელური მარკეტის მიერ „სოციალური კალათის“ ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მთავრობისა და ბიზნესის კომუნიკაციისას გამოკვეთილ 15 პირველადი მოხმარების პროდუქტზე ქსელების მიერ შეთავაზებული ფასდაკლება მოკლევადიანი შედეგია და გრძელვადიანი შედეგისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?

ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?

BM.GE

2025-2026 წლების თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონაა|ანგარიში

2025-2026 წლების თევზჭერის სეზონისთვის შავი ზღვის ქაფშიას მოსაპოვებელი კვოტა 65 000 ტონაა|ანგარიში

BM.GE

კუბაში საწვავის მარაგი ამოიწურა – აშშ-ის ბლოკადამ ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა

კუბაში საწვავის მარაგი ამოიწურა – აშშ-ის ბლოკადამ ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა

BM.GE

საგანგაშოდ მიგვაჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა - "კონსტიტუციის 78 მუხლი"

საგანგაშოდ მიგვაჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა - "კონსტიტუციის 78 მუხლი"

BM.GE