მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი წლის ბოლოს გაიხსნება - ლევან მოსეშვილი
ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი წლის ბოლოს გაიხსნება - ლევან მოსეშვილი

ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი წლის ბოლოს გაიხსნება - ლევან მოსეშვილი

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 18:26|bm.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 2026 წლის ბოლოს გაიხსნება.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასკვნით ეტაპზეა 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო დიდი გაბარიტის საჰაერო ხომალდები მიიღოს.

ქუთაისის აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტვირთების გადაზიდვა. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სატვირთო ტერმინალების განვითარებასა და საჰაერო გადაზიდვების დაწყებას. თბილისის პარალელურად, ქუთაისის აეროპორტიც ჩაერთვება ქვეყნის სატვირთო გადაზიდვებში", - ამბობს მოსეშვილი.

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობის ჯამური ღირებულება 179.5 მილიონ ლარს შეადგენს. ასაფრენ ზოლს აეროპორტების გაერთიანების დაკვეთით კომპანია "ანაგი" აშენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE