მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს - სესმა საქმიანობა შეაჩერა
ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს - სესმა საქმიანობა შეაჩერა

ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს - სესმა საქმიანობა შეაჩერა

BM.GE18 აგვისტო, 2026, 20:12|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა.

კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას გულისხმობს.წესების დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფერმერთა ინტერესების დასაცავად და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების უზრუნველსაყოფად აქტიურ კონტროლს აგრძელებენ. უწყება ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

რა ღირს საწვავი აფხაზეთში

რა ღირს საწვავი აფხაზეთში

BM.GE

მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს

მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს

BM.GE

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

„რთულია საწვავის შოვნა“ - „სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ბენზინს ეძებს| რადიო თავისუფლება

BM.GE