მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ღირს საწვავი აფხაზეთში
რა ღირს საწვავი აფხაზეთში

რა ღირს საწვავი აფხაზეთში

BM.GE18 აგვისტო, 2026, 20:52|bm.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც საწვავით ფაქტობრივად სრულად რუსეთიდან მარაგდება, უკვე არაერთი კვირაა დეფიციტია. ავტოგასამართი სადგურების წინ რიგებია, ხშირად საწვავი მხოლოდ ლიმიტირებული მოცულობით გაიცემა, 12 აგვისტოს კი ცნობილია გახდა ის, რომ რეგიონში პირველად მოხდა საწვავის შეტანა საქართველოდან, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რეგიონში 680 ტონა საწვავი არის მიწოდებული.

რაც შეეხება ფასებს, აფხაზეთში ძირითადი მიმწოდებელი არის რუსული როსნეფტი, რომლის ქსელშიც რეგულარის (92) მარკის საწვავი 74.5 რუბლი ღირს, რაც ლარებში 2.28 ლარის ტოლია; პრემიუმის მარკის საწვავი (95) კი 90 რუბლი ღირს, რაც ლარებში 2.76 ლარის ტოლია; დიზელის ფასი კი 81 რუბლს შეადგენს, რაც ლარებში 2.48 ლარს უდრის.

შედარებისთვის, საქართველოში რეგულარის მარკის საწვავის მინიმალური ფასი 3.63 ლარიდან იწყება, პრემიუმის 3.82 ლარიდან, დიზელის კი 4.22 ლარიდან.

ბოლო სამ თვეში ოკუპირებულ აფხაზეთში რეგულარის მარკის საწვავი 7%-ით; პრემიუმის 11%-ით; დიზელის კი 12%-ით გაძვირდა. მაგრამ თავად ფასის ზრდაზე მეტად პრობლემას დეფიციტი ქმნის, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, რუსეთის სამხრეთ ოლქებშია გავრცელებული, განსაკუთრებით კი ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე კრასნოდარის მხარეში, რაც სოჭსაც მოიცავს.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავი სახელმწიფოს არ შეუტანია და ის კერძო ბიზნესმა შეიტანა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა და ამის მიზეზად დაასახელა რისკი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.

13 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამისთვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭირო არ იყო, რადგან საწვავი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.

აღნიშნული სტატუსის მინიჭების წესი 2019 წელს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე დამტკიცდა. წესის მიხედვით, სტატუსს კომპანიას შემოსავლების სამსახური ანიჭებს და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას ითვალისწინებს.

ამასთან, 2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება კიდევ სამი თვით გაუგრძელა, განკარგულება კი 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • „ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ“ - შარმანაშვილი ვერ ამბობს, გადის თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი რუსეთშიტვ პირველი
აფხაზეთის →საწვავის →

მსგავსი სტატიები

დაბა ფასანაურის იერსახის გაუმჯობესებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

დაბა ფასანაურის იერსახის გაუმჯობესებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

ერთად უნდა მოვითმინოთ, ერთად უნდა გავიჭირვოთ - კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

ერთად უნდა მოვითმინოთ, ერთად უნდა გავიჭირვოთ - კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს

მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს

BM.GE