
ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების გამო, აფეთქება მოხდა - მსხვერპლი არ არის
BM.GE|bm.ge
ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებაა.
როგორც BMG-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ პირს ხელზე დამწვრობა აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ინფორმაციითვე, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge