მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქვეყნები ყველაზე ხანგრძლივი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით - OECD-ის რეიტინგი
ქვეყნები ყველაზე ხანგრძლივი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით - OECD-ის რეიტინგი

ქვეყნები ყველაზე ხანგრძლივი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით - OECD-ის რეიტინგი

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 04:13|bm.ge

ბავშვის დაბადების შემდეგ დასაქმებული მშობლების წინაშე გარდაუვალი კითხვა ჩნდება: როდის უნდა დავუბრუნდეთ სამსახურს?

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში პასუხი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს, რაც ოჯახის მხარდაჭერის განსხვავებულ სახელმწიფო სისტემებს ასახავს.

OECD-ის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 38 ქვეყნის რეიტინგს ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობის მიხედვით. მონაცემები მოიცავს როგორც დედებისთვის და მამებისთვის განკუთვნილ ცალკეულ პერიოდს, ისე შვებულებას, რომელიც მშობლებს შორის შეიძლება გადანაწილდეს.

OECD-ის საშუალო მაჩვენებელი ერთ ბავშვზე ჯამში დაახლოებით 15-თვიან (65 კვირა) ანაზღაურებად შვებულებას შეადგენს, თუმცა ეს საერთო რიცხვი ხშირად ფარავს მნიშვნელოვან განსხვავებებს დროის განაწილების მხრივ.

ზოგიერთი სახელმწიფო ძირითად შეღავათებს დედებზე აკონცენტრირებს, სხვები კი სოლიდურ დროს მამებისთვის აზღვევენ ან მშობლებს აძლევენ მეტ მოქნილობას, რათა შვებულების პერიოდი თავად გადაინაწილონ.

რეიტინგის სათავეში სლოვაკეთია, სადაც ერთ ბავშვზე ჯამურად 192 კვირის ანაზღაურებადი შვებულებაა გათვალისწინებული. მას მოსდევს ფინეთი 177 კვირით და უნგრეთი 171 კვირით. ეს ჯამური რიცხვები აერთიანებს დედის, მამისა და საერთო გასანაწილებელ შვებულებას, ამიტომ არ ნიშნავს, რომ მთელი ამ დროით სარგებლობა მხოლოდ ერთ მშობელს შეუძლია.

ქვემოთ მოცემულია ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა 38 ქვეყანაში (კვირებში):

ქვეყანა დედის შვებულება მამის შვებულება გასანაწილებელი შვებულება სულ დეკრეტის ხანგრძლივობა ერთ ბავშვზე სლოვაკეთი 34.0 28.0 130.0 192.0 ფინეთი 22.8 16.2 138.2 177.2 უნგრეთი 24.0 10.8 136.0 170.8 სამხრეთ კორეა 64.9 54.0 0.0 118.9 ლატვია 24.7 10.7 69.3 104.7 ნორვეგია 18.0 15.0 68.0 101.0 ლიეტუვა 26.7 12.7 52.7 92.1 საბერძნეთი 34.3 11.5 45.9 91.7 ესტონეთი 14.3 4.3 67.9 86.5 ლუქსემბურგი 46.0 28.0 0.0 74.0 ავსტრია 24.7 13.0 35.3 73.0 საფრანგეთი 42.0 30.2 0.0 72.2 ჩეხეთი 28.0 2.0 40.5 70.5 შვედეთი 12.9 14.3 42.9 70.1 გერმანია 22.7 8.7 35.3 66.7 იაპონია 14.0 8.0 44.0 66.0 პოლონეთი 29.0 11.0 23.0 63.0 სლოვენია 23.6 10.7 28.6 62.9 იტალია 34.7 15.0 13.0 62.7 კანადა 21.0 5.0 30.0 56.0 ბელგია 32.3 21.3 0.0 53.6 პორტუგალია 23.3 22.3 6.9 52.5 დანია 15.0 11.0 26.0 52.0 ისლანდია 26.0 20.0 6.0 52.0 ირლანდია 33.0 9.0 0.0 42.0 გაერთიანებული სამეფო 39.0 2.0 0.0 41.0 ნიდერლანდები 25.0 15.0 0.0 40.0 ესპანეთი 16.0 16.0 0.0 32.0 ჩილე 30.0 1.0 0.0 31.0 ახალი ზელანდია 26.0 0.0 0.0 26.0 კოლუმბია 18.0 2.8 0.0 20.8 ავსტრალია 2.0 2.0 16.0 20.0 კოსტა-რიკა 17.3 1.6 0.0 18.9 თურქეთი 16.0 1.0 0.0 17.0 შვეიცარია 14.0 2.0 0.0 16.0 ისრაელი 15.0 0.0 0.0 15.0 მექსიკა 12.0 1.0 0.0 13.0 აშშ 0.0 0.0 0.0 0.0 OECD-ის საშუალო 25.0 13.0 27.0 65.0

აშშ - გამონაკლისი საერთო სურათიდან

რეიტინგის მეორე ბოლოში აშშ იმყოფება: ის OECD-ის ერთადერთი წევრია, სადაც დედებისთვის ეროვნულ დონეზე ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება კანონით საერთოდ არ არის გარანტირებული, და ერთ-ერთია იმ სამ ქვეყანას შორის, სადაც ფედერალური ანაზღაურებადი შვებულება არც მამებისთვის არსებობს.

ამერიკელმა მშობლებმა ანაზღაურებადი პერიოდი შესაძლოა შტატების პროგრამებით ან დამსაქმებლის ინიციატივით მიიღონ - ფასიანი საოჯახო და სამედიცინო შვებულების პროგრამები 13 შტატსა და ვაშინგტონის (კოლუმბიის) ოლქში მოქმედებს.

საკითხი მხოლოდ სახლში გატარებულ დროს არ ეხება: კვლევებმა აჩვენა, რომ დედები, რომლებმაც პირველი შვილის გაჩენისას ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლეს, მშობიარობის შემდეგ გაცილებით დიდი ალბათობით უბრუნდებოდნენ იმავე დამსაქმებელს (92.3% 73.3%-ის წინააღმდეგ). ეს ხაზს უსვამს, რომ დეკრეტული შვებულება არა მხოლოდ ოჯახურ კეთილდღეობას, არამედ კარიერულ უწყვეტობასაც განსაზღვრავს.

როგორ შეიცვალა დეკრეტული შვებულების პოლიტიკა დროთა განმავლობაში

შვებულების ხანგრძლივობა საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ გადახედა მიდგომას იმის თაობაზე, თუ როგორ ნაწილდება ეს დრო მშობლებს შორის.

შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 1974 წელს ანაზღაურებადი მშობლის შვებულება როგორც დედებისთვის, ისე მამებისთვის დააწესა, ხოლო ნორვეგიამ 1993 წელს მამებისთვის განკუთვნილი კვოტა შემოიღო.

მას შემდეგ მამებისთვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულების პრაქტიკა ფართოდ გავრცელდა. დღეს ამ მხრივ სამხრეთ კორეა ლიდერობს, სადაც მამებისთვის 54 კვირაა დარეზერვებული (მაშინ როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 13 კვირაა). ეს პოლიტიკა ოჯახებს ერთად მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს, მამებს ბავშვის მოვლაში ჩართვისკენ უბიძგებს და კარიერული კავშირების შენარჩუნებაში ორივე მშობელს ეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პენტაგონმა RTX Raytheon-ს რაკეტების წარმოებისთვის $20.7-მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა RTX Raytheon-ს რაკეტების წარმოებისთვის $20.7-მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

BM.GE

დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა

დონალდ ტრამპმა $15-მილიარდიანი ფოლადის ქარხნის მშენებლობის გეგმა წარადგინა

BM.GE

Shell-მა კანადაში LNG ტერმინალის სიმძლავრის გაორმაგების პროექტი დაამტკიცა

Shell-მა კანადაში LNG ტერმინალის სიმძლავრის გაორმაგების პროექტი დაამტკიცა

BM.GE

მოგების რა მარჟაზე მუშაობენ პლანეტის უმსხვილესი კომპანიები? - TOP 30 გიგანტის რეიტინგი

მოგების რა მარჟაზე მუშაობენ პლანეტის უმსხვილესი კომპანიები? - TOP 30 გიგანტის რეიტინგი

BM.GE