მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე
"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

"ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება" - გივი მიქანაძე

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 01:23|bm.ge

"დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია.

ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელზეც უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა. ამ კუთხით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, როგორც კანონმდებლობაში, ასევე შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა,“ - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ხელახლა, სიღრმისეულად შეისწავლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და შეიმუშავა დამოუკიდებელი დასკვნა, რომლის თანახმად ცენტრი არის სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

„ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციას იმისთვის, რომ ხელახლა შეესწავლათ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საქმიანობა და მისი დამოუკიდებლობის მაჩვენებელი. მიმდინარე წლის დასაწყისში მათ გამოაგზავნეს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა მათთვის საინტერესო ნებისმიერ პირს - ცენტრის თანამშრომლებს, სხვადასხვა უწყების, კონკრეტული უმაღლესი დაწესებულებების წარმომადგენლებსა, თუ დარგის ექსპერტებს. სწორედ ამის საფუძველზეც შეიმუშავეს ექსპერტებმა შესაბამისი დასკვნა.

აღნიშნული დასკვნა, რომელიც ENQA-ს მიერ მიმდინარე წლის ივნისში გასაჯაროვდა, მიუთითებს, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. სწორედ ამის საფუძველზე უკვე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად მიმართა EQAR-ს, რომ რეესტრში წევრობა და სტატუსი აღდგენილიყო, დღეს კი ჩვენ უკვე მივიღეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია.

საქართველოს აღიარება ისეთი მაღალრეიტინგული და პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება.

ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მისი საქმიანობა თანხვედრაშია იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომლებზეც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ და რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან წევრობას უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში,“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანთან დაკავშირებულ 130 გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება არ მისცა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

BM.GE

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

Google-მა Constellation Energy-სთან 3,600-მეგავატიანი ენერგოგარიგება გააფორმა

BM.GE

ბათუმში ხორცპროდუქტების საწარმო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს

ბათუმში ხორცპროდუქტების საწარმო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს

BM.GE