
რა ახალი რეგულაციები შედის ძალაში ივნისიდან? - ცვლილებების ჩამონათვალი
დღეიდან, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან, საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაცია შედის ძალაში, რომლებიც მიმდინარე თვის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედდება. ცვლილებები ეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებსა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.
საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი დღეიდან იწყება
დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება იწყება. ეს ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.
ამავე დეპარტამენტის ამოცანა იქნება საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
ვინ ვეღარ ისარგებლებს დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვით
დღეიდანვე იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის წესი ემიგრანტებისთვის. კერძოდ, ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში მიიღო.
„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგlებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.
მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,“ - ნათქვამია დადგენილებაში.
სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება
ივნისიდანვე ამოქმედდება გიდების სერტიფიცირების ვალდებულება. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია გარკვეული ჯარიმები.
აღნიშნული ვალდებულება შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ.
ასევე, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, ახალი წესები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდებს შეეხება:
BM.GE
წყარო: bm.ge