მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ეტაპზეა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები თელავში?
რა ეტაპზეა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები თელავში?

რა ეტაპზეა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები თელავში?

BM.GE15 ივლისი, 2026, 12:25|bm.ge

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის ეპიცენტრიდან ძირითადი ნატანი მასა უკვე გატანილია და ინტენსიური გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ სოფელ წინანდლის, კისისხევისა და ვარდისუბნის მცხოვრებლებს, სადაც სათავე ნაგებობების მოწესრიგება ხდება - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მურნეობის სამინისტო ავრცელებს.

ადგილზე მუშაობს შპს „საქართველოს მელიორაციაც“. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი წყალდიდობის შედეგად ჩატანილი ქვა-ღორღისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება, რათა უმოკლეს ვადაში აღდგეს სარწყავი სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გაეცნო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით კი, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა ამჟამად დატბორილი კომერციული ობიექტებისა და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების გაწმენდაზეა მობილიზებული. გარდა ამისა, 2-კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დასაცავად ნაპირდამცავი გაბიონები კეთდება.

„სტიქიური მოვლენის ეპიცენტრიდან ძირითადი ნატანი მასა უკვე გატანილია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თელავისხევის სათავე ნაგებობაზე და სოფლების – გულგულისა და ვარდისუბნის მიმართულებით კეთდება ნაპირდამცავი გაბიონები, რათა 2-კილომეტრიან კრიტიკულ მონაკვეთზე აღარ შეექმნას საფრთხე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ასევე ცოცხალი ძალა ჩართულია და გრძელდება დატბორილი კომერციული ობიექტების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების გაწმენდა.

აქვე აღვნიშნავ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვა გვაქვს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – წინანდალი, კისისხევი და ვარდისუბანი. ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები სათავე ნაგებობებზე, რათა მოწესრიგდეს სტიქიის დროს მიყენებული ზიანი და აღდგეს სრულყოფილი წყალმომარაგება ზემოაღნიშნულ სოფლებში.

ქალაქ თელავში, ვარდოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა სამხარაულის საექსპერტო ბიურო, მოხდა პირველადი შესწავლა და როგორც კი მზად იქნება არსებული მდგომარეობის ანალიზი და დასკვნა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეცნობება კომერციული ობიექტების მეპატრონეებსა და საზოგადოებას“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მხოლოდ თბილისის სეტყვა, რომელმაც მანქანები დააზიანა, ₾20 მლნ-მდე ასანაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს - ასოციაცია

მხოლოდ თბილისის სეტყვა, რომელმაც მანქანები დააზიანა, ₾20 მლნ-მდე ასანაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს - ასოციაცია

BM.GE

თურქეთის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა

თურქეთის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა

BM.GE

გურჯაანის ტურისტული კონცეფციის შესაქმნელად €180 000-ის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

გურჯაანის ტურისტული კონცეფციის შესაქმნელად €180 000-ის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

BM.GE

₾800 000-ის უძრავი ქონება საჩუქრად დედისგან|რას ფლობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი?

₾800 000-ის უძრავი ქონება საჩუქრად დედისგან|რას ფლობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი?

BM.GE