მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა ეტაპზეა გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის დაფუძნება? - მინისტრის პასუხი
რა ეტაპზეა გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის დაფუძნება? - მინისტრის პასუხი

რა ეტაპზეა გზების მოვლა-შენახვის სახელმწიფო კომპანიის დაფუძნება? - მინისტრის პასუხი

BM.GE27 ივლისი, 2026, 20:30|bm.ge

ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე იურიდიული საკითხები წესრიგდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გამოცემა BM.ge-ს კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის საქმიანობის არეალი არ გაზრდილა და პროექტი კონკრეტული მონაკვეთით დაიწყება.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაზუსტდა თუ არა სახელმწიფო კომპანიის შექმნის ვადები, რა ფუნქცია ექნება მას უშუალოდ და გაფართოვდება თუ არა არეალი რევაზ სოხაძემ უპასუხა:

„არა, ჯერ არაფერი არ გაფართოებულა, ვიწყებთ 100 კილომეტრით. პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ახლა იურიდიული საკითხების მოწესრიგების პროცესია და ყველაფერზე დამატებით გაცნობებთ", - განაცხადა სოხაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა შეიცვლება უშუალოდ კერძო სექტორისთვის გზების მოვლა-შენახვის ნაწილში, ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანი სფეროში ინვესტიციების წახალისება და პროგნოზირებადი გარემოს შექმნაა.

„კერძო სექტორისთვის უნდა გავხადოთ ეს სფერო გაცილებით უფრო [მიმზიდველი]. ამ სფეროში მოღვაწეობას სჭირდება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად, კერძო სექტორისთვისაც უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, როდესაც მათთვის სერიოზული კაპიტალდაბანდების, ინვესტიციის განხორციელება იქნება ხელსაყრელი და პროგნოზირებადი.

შესაბამისად, ჩვენ დღეს ამ სისტემაზე აქტიურად ვმუშაობთ და როდესაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, პირველად თქვენ გაგაცნობთ, თუ რა სისტემაა", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 25 ივნისს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების საფუძველზე მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ან მათი მონაკვეთების მოვლა-შენახვის ფუნქცია სამინისტროს მართვაში არსებულ სახელმწიფო კომპანიას გადასცეს. პირველ ეტაპზე ახალი კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს მოემსახურება, ხოლო მისი დასაფუძნებლად დაახლოებით 63 მილიონი ლარის საწყისი ინვესტიციაა გათვალისწინებული. აქამდე გზების მოვლა-შენახვა კერძო კონტრაქტორების მეშვეობით, ტენდერების საფუძველზე ხორციელდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოსიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE