მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?
ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 01:10|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Polygon Foundation-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ სანდიპ ნაილვალს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში იმყოფება. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, რაც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მოქნილ საკანონმდებლო ჩარჩოს და ფინტექ კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დანერგილ სიახლეებს.

აღინიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის პერსპექტივები, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონული ცენტრი ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და მაღალკონკურენტულ ბიზნესგარემოზე, რაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებითაც დასტურდება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Polygon Foundation-ი 2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას უწყობს ხელს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც ციფრული ფინანსური ოპერაციების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხორციელებას ემსახურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Azure-ის 48%-იანი ზრდის ფონზე, Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

Azure-ის 48%-იანი ზრდის ფონზე, Microsoft-ის კვარტალურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

Google-ის აქციების ფასი კვარტალური მოლოდინების გაცრუების შემდეგ 10%-ით დაეცა

Google-ის აქციების ფასი კვარტალური მოლოდინების გაცრუების შემდეგ 10%-ით დაეცა

BM.GE

რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?

რატომ გაიზარდა Oracle-ის აქციების ფასი 11%-ით?

BM.GE

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

BM.GE