
რა ღირს საწვავი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?
გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების ფორმირება რთული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესის შედეგია, სადაც განსხვავებას არა მხოლოდ ნედლეულის მოპოვების მოცულობა, არამედ სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკა და სუბსიდიები განსაზღვრავს.
შედეგად, რეგიონულ რუკაზე ვხვდებით მკვეთრ აცდენას, სადაც აზერბაიჯანში ლიტრი ბენზინის თითქმის 2.5-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე თურქეთში.
ამჯერად, ჩვენს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა ასახავს კავკასიის რეგიონში არსებული პრემიუმ მარკის ბენზინის მიმდინარე ფასებს, საიდანაც მკაფიოდ ჩანს კონტრასტი ენერგორესურსებით მდიდარ სახელმწიფოებსა და იმპორტზე დამოკიდებულ ან მაღალი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის შორის.
ბენზინის ფასები კავკასიის რეგიონში (ლიტრი პრემიუმი [95], დოლარში და ლარში):
1. აზერბაიჯანი - $0.676 | ₾1.752. რუსეთი - $0.882 | ₾2.293. საქართველო - $1.642 | ₾4.264. სომხეთი - $1.740 | ₾4.525. თურქეთი - $1.721 | ₾4.47
BM.GE
წყარო: bm.ge