მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა მიზანს ემსახურება გასტრონომიის სსიპ-ის შექმნა? - სამინისტროს განმარტება
რა მიზანს ემსახურება გასტრონომიის სსიპ-ის შექმნა? - სამინისტროს განმარტება

რა მიზანს ემსახურება გასტრონომიის სსიპ-ის შექმნა? - სამინისტროს განმარტება

BM.GE19 ივნისი, 2026, 15:51|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი სსიპ-ის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ შექმნის მიზნებს განმარტავს.

უწყების ცნობით, ახალი სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე, მათი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

"აღსანიშნავია, რომ გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობის და სოციალური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. იგი აერთიანებს ტრადიციებს, ცოდნას და უნიკალურ გასტრონომიულ პრაქტიკებს, რაც ქმნის ეროვნულ თვითმყოფადობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ავთენტური გასტრონომიული პროდუქტების მიმართ გაზრდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები კი, საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილია ისეთი გამორჩეული სასურსათო პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიები, როგორიცაა დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და სხვა, რომლებიც წარმოადგენენ ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სიმდიდრეს. ამასთანავე, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, სადაც ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია დაახლოებით 8 000 წელს ითვლის, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.

შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონული განვითარების პროცესს, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს და ხელს შეუწყობს სოფლის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას.

სააგენტოს საქმიანობა ასევე დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე. გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის, ავთენტურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებლის ნდობის ზრდას", - წერია სამინისტროს განმარტებაში.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ დადგენილება 18 ივნისს ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა. მისი ამოქმედება 20 ივლისს იგეგმება.

გასტრონომიის სსიპ-ის გარდა, იგეგმება ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოს შექმნაც.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

BM.GE

"ბაგები-მაღლივის" საბაგირო კვირას არ იმუშავებს

"ბაგები-მაღლივის" საბაგირო კვირას არ იმუშავებს

BM.GE

შვეიცარია ადასტურებს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები გადაიდო

შვეიცარია ადასტურებს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები გადაიდო

BM.GE

"გელოდებით ყველა თეთრხალათიანს და არათეთრხალათიანს" - დღეს, რუსთაველზე აქცია დაანონსდა

"გელოდებით ყველა თეთრხალათიანს და არათეთრხალათიანს" - დღეს, რუსთაველზე აქცია დაანონსდა

BM.GE