მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10
რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 04:11|bm.ge

ბოლო მონაცემებით, გლობალური კრიპტობირჟის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $2.7 ტრილიონია, რაც მილიონზე მეტ სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე ნაწილდება, მაგრამ ამ აქტივების სრული უმეტესობა არათუ არანაირ სარგებელს არ ქმნის, არამედ არც ლეგიტიმურ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.

სანაცვლოდ, მეორე მხარეს ვხვდებით ბიტკოინს, რომელიც $1.6-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით ბაზრის უდიდეს ნაწილს იკავებს და ციფრული ოქროს ფუნქციას ასრულებს.

კრიპტოინდუსტრიაში ვითარება იმდენად დაუბალანსებელია, რომ ათი უდიდესი კრიპტოვალუტის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია სული მოცულობის 85%-ს აჭარბებს, ანუ კაპიტალის უდიდესი ნაწილი მხოლოდ ტოპ პროექტებზე მოდის.

ამ ჩამონათვალში ინდუსტრიაში საკმაოდ სახელგანთქმული და მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხვდებიან, მათ შორის ბიტკოინი და ეთერიუმი, ასევე USDT, XRP და BNB.

ამჯერად მსოფლიოს 10 უდიდეს კრიპტოვალუტას გაგაცნობთ:

1 — ბიტკოინი

ფასი: $79,100კაპიტალიზაცია: $1.6 ტრილიონიგამომშვები: სატოში ნაკამოტო

2 — ეთერიუმი

ფასი: $2,500კაპიტალიზაცია: $304 მილიარდიგამომშვები: Ethereum Foundation

3 — USDT

ფასი: $1კაპიტალიზაცია: $183 მილიარდიგამომშვები: Tether

4 — BNB

ფასი: $753კაპიტალიზაცია: $100 მილიარდიგამომშვები: Binance

5 — XRP

ფასი: $1.42კაპიტალიზაცია: $89 მილიარდიგამომშვები: Ripple Labs

6 — USDC

ფასი: $1კაპიტალიზაცია: $74 მილიარდიგამომშვები: Circle

7 — Solana

ფასი: $104კაპიტალიზაცია: $60 მილიარდიგამომშვები: Solana Protocol

8 — TRON

ფასი: $0.33კაპიტალიზაცია: $32 მილიარდიგამომშვები: Tron DAO

9 — Hyperliquid

ფასი: $86კაპიტალიზაცია: $22 მილიარდიგამომშვები: Hyper Foundation

10 — Zcash

ფასი: $1,235კაპიტალიზაცია: $21 მილიარდიგამომშვები: Zcash Protocol

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

Comstock-მა SOCAR-თან $1.65-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

Comstock-მა SOCAR-თან $1.65-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE